მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და გენერალური მდივანი ხორხე ვალდანო, რომელიც ლიონელ მესის დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, არგენტინელ ფეხბურთელზე საუბრობს.
“შესაძლოა, ვინმეს ეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ “რეალში” ჩემი წარსულის მქონე ადამიანი მესის დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობ. თუმცა, ჩვენ ერთი რეგიონიდან ვართ და კარიერა ერთ კლუბში დავიწყეთ. სწორედ ეს გვაერთიანებს.
ფეხბურთი მიყვარს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, არ შეიძლება მესი არ უყვარდეს.” – აცხადებს ხორხე ვალდანო.


