ხუან ანტონიო პიცი, “ვალენასიას” მთავარი მწვრთელი ფიქრობს, რომ მისი გუნდისთვის “ბარსელონას” დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
“პირველ ტაიმში ჩვენ გვაკლდა აგრესიულობა, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ტაიმზე. მეკარის საჯარიმოშიც უფრო აგრესიულები გავხდით, რამაც რამდენიმე შეცდომა გამოიწვია მეტოქის საჯარიმოში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ღირსეული გამარჯვებულები ვართ.”
“როდესაც ჩემი ამბიცია გავამჟღავნე, რომ გამარჯვება მსურდა, არ ვფიქრობდი, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. “ბარსელონა” ყოველთვის ცდილობს გამარჯვებას, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი ფეხბურთელები უფრო ამბიციურები არიან, ვიდრე მე. ეს იყო საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. კარგი ხასიათი გამოვამჟღავნეთ.”
“ვერ დავინახე, იყო თუ არა პენალტი, მაგრამ ბევრმა მითხრა, რომ დანიშნული პენალტი არასამართლიანი იყო. ამ შეცდომამ იმოქმედა ჩვენზე, მაგრამ თამაშის მოგება მაინც შევძელით. მსაჯმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი ეთამაშა მატჩის ბედზე,”-განაცხადა პიციმ მატჩის შემდეგ.