სანდრო როსელის გადადგომის და საპრეზიდენტო პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ჟოზეპ ბართომეუმ კომენტარი გააკეთა. “ბარსელონას” ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბის დირექტორთა საბჭოს პროექტი გაგრძელდება 2016 წლამდე.
“სანდრო, პრეზდიენტი, მეგობარი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენ გააკეთა. გული გვტკივა შენი მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან იცი, რომ ჩვენ ყველა მხარს გიჭერთ და მხარს გიჭერენ კლუბის წევრები”.
“დიდი პატივი იყო შენთან ერთად მუშაობა მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს გამოცდილება იცოცხლებს ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ”.
“ჩემი პირველი ქმედება, როგორც “ბარსელონას” პრეზიდენტი, არის საბჭოს პროექტის გაგრძელება 2016 წლამდე. ჩვენ ვგრძნობთ სიძლიერეს”.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და საქმიანობას. ჩვენ ამას გავაკეთებთ ენთუზიაზმით და აუცილებლად შევინარჩნებთ ბალანსს სპორტულ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში”.
“ჩვენ გავიტანეთ ბევრი გოლი სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეგვიძლია”.
“მე ვთხოვ კლუბის წევრებს მხარდაჭერას. მსურს ენერგიულად გავაგრძელო კლუბის დირექტორთა საბჭოს პროექტი, რომელმაც დიდი წარმატება მოგვიტანა და უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს მომავალში”.
“ჩვენი გამოწვევები და ამოცანები მოქმედებს. პირველ და პროფესიონალურ გუნდების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მათ ექნებათ საჭირო რესურსები ყველა ტიტულის მოსაგებად”.
“კამპ ნოუს” მომავალი ამ დირექტორთა საბჭოს მთავარი პრიორიტეტია. ბევრი საქმე ეხება ამ პროექტს, ჩვენი მომავალი ათასწლეულების განმავლობაში და წევრები საბოლოო სიტყვას იტყვიან მაშინ, როდესაც რეფერენდუმი გაიმართება აპრილში”.
“ეს კლუბი ეკუთვნის წევრებს და მე ყველაფერს გავაკეთებ კლუბის გაერთიანებისთვის, სადაც ახლა არის, უმაღლეს წერტილზე ისტორიაში”.
“ჩემი ბოლო სიტყვა: ჩვენ ვიქნებით ძალიან ძლიერები და მოვითხოვთ უაღრეს პატივისცემას სპორტში, პოლიტიკაში და სამართლებრივ ასპექტებში”.
“ჩვენ გვექნება დირექტორთა საბჭოს შეხვედრა ხვალ და გავმართავთ პრესკონფერენციას, სადაც სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენ ყველა შეკითხვას”.
“მადლობა ყველას”.
“ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია!”.