workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის დუბლი GIF ფორმატში

მესის დუბლი GIF ფორმატში

“ბარსელონა” – “ხეტაფეს” მატჩში გამარჯვებულები კვლავ “ლურჯ-ბროწეულისფერები” დარჩნენ. სესკმა დუბლი შეასრულა, რომელმაც, სტუმრად ამ გუნდთან 2013 წლის ბოლო მატჩში, კვლავ ორი გოლის გატანა მოახერხა. მატჩის 64 წუთზე კი მოედანზე ინიესტას ნაცვლად მესი გამოვიდა, რომელმაც სესკის მსგავსად დუბლის შესრულება შეძლო.

თავისი პირველი გოლი არგენტინელმა მატჩის 90 წუთზე გაიტანა, როდესაც სერხიო ბუსკეტსის და მარტინ მონტოიას შესანიშნავი კომბინაცია დაასრულა.

მეორე გოლის გატანა ლეომ დამატებულ მესამე წუთზე შეძლო. მან ბურთი დაახლოებით მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო, გასცდა რამდენიმე მოწინააღმდეგეს და ზუსტად დარტყმა მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward