workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ოლმო ვილიარეალთან მატჩში დაბრუნებას უახლოვდება

დანი ოლმო ვილიარეალთან მატჩში დაბრუნებას უახლოვდება

calendar_month მატჩის დრო: 22 ნოემბერი, 17:00
bolt მოკლედ
დანი ოლმოს ტრავმის შემდეგ აღდგენა წარმატებით მიმდინარეობს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი, სავარაუდოდ, 22 ნოემბერს "ვილიარეალთან" მატჩისთვის მზად იქნება.

დანი ოლმო მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 28 წლის ესპანელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბში იმედოვნებენ, რომ მის გამოყენებას 22 ნოემბერს, “ვილიარეალთან” შეხვედრაში შეძლებენ.

ოლმო 20 ოქტომბრის შემდეგ ვერ თამაშობს. მან ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის დროს მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთი დაიზიანა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ამის გამო ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელი ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ გამოიყენა, როგორებიც იყო მატჩები “რეალ მადრიდთან”, “ასტონ ვილასთან” და “ატლეტიკოსთან”.

წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ოლმო თავს ძალიან კარგად გრძნობს. მისი აღდგენის პროცესი იმდენად წარმატებით მიმდინარეობს, რომ “ბარსელონას” “ვილიარეალთან” დაპირისპირებამდე კიდევ ერთი მატჩი რომ ჰქონოდა, ფეხბურთელი შესაძლოა უკვე იმ შეხვედრისთვისაც მზად ყოფილიყო.

სანაკრებო პაუზის განმავლობაში ოლმო სპეციალური პროგრამით გააგრძელებს ვარჯიშს, რათა სათამაშო ფორმა მაქსიმალურად აღიდგინოს. მისი მთავარი მიზანი “ვილიარეალთან” მატჩამდე სამედიცინო შტაბისგან თამაშის ნებართვის მიღებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი