workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიესტა: პირისპირ

ჩავიესტა: პირისპირ

კატალონირმა სპოტულმა გამოცემამ, ”სპორტმა” წარადგინა სტატია, სადაც

”ბარსას” ფეხბურთელები ჩავი და ინიესტა ერთმანეთის წინ დასხდნენ, მცირე დებატები გამართეს და ”ბარსაზე” ისაუბრეს.

ისინი ძლივს აღემატებიან 170 სანტიმეტრს, არ გააჩნიათ მსუქანი გარეგნობა. ისინი ესთეტიურად სწრაფები და ნაკლებად ფეთექებადნი არიან. ორივეს აქვს გოლის და პასის ალღო. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ ნაკლოვანებისა, ისინი ახლა ყველაზე რეალური კანდიდატები არინა, რომ მოგონ ოქროს ბურთი და შეაშურონ ყველა კლუბის ყველა ფეხბურთელს, რომ ყველაზე მიმზიდველ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ. ისინი ხომ ”ბარსელონას” ლიდერები არიან. დღესდღეისობით ჩავი და ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ჩავიესტა აკვირვებს, აოცებს და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ამ პლანეტაზე ფეხბურთის მოყვარეებს. SPORT– მა შესთავაზე მათ, რომ დამსხდარიყვნენ ერთმანეთის პირისპირ და ესუბრათ, არგენტინაში გამგზავრების წინ, სანამ ისინი ლეო მესის წინააღმდეგ წარსდგებიან. მათ მიიღეს ეს გამოწვევა ერთი პირობით, უნდა ესაბურათ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე.

ჩ: პირველ რიგში მინდა მოგილოცო ანდრეს, რადგან ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემი სუსტი წერტილი ხარ. ჩემი აზრით ოქროს ბურთს შენ იმსახურებ.

ი: ორივე ვფიქრობთ და ვიცით, რომ მთავარი გუნდური ტიტულია და არა ინდივიდუალური. მაგრამ ყვლაფრის გათვალისწინებით, შენი კარიერის თუ კალსის ხარჯზე, შენ ყველაზე დიდი შანსი გაქვს მოიგო.

ჩ: მოდი ვიყოთ სამართლიანი და ვთქვათ, რომ ორივეს მესი გვჯობია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიო ჩემპიონატმა შეიძლებას მას ხელი შეუძალოს.

ი: ეს მართალია. ლეო ყველას გვჯობია. მარტოს შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში.

ჩ: გაიგე? იბრამ რეები ილაპარაკა პეპზე? ფილოსოფოსი დაუძახა. ცოტა უხეშად ხომ არ გამოუვიდა?

ი: არ ვიცი რას გულისხმობდა, მაგრამ პეპი ბევრს გვაძლევს იმისთვის რო უკეთესები გავხდეთ.

ჩ: ხო, პეპი გაგიჯებულია ფეხბურთით. ყველა დეტალს აკონტროლებს. ფილოსოფოსის რა გიტხრა, ალბათ უფრო ლექტორია.

ი: პეპისგან ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობ, ეს ჩემთვის ძლაიან მინიშვნელოვანია.

ჩ: ჩემთვისაც ყველაფერში სამაგალითოა. ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი მყოლია. ჩვენც კარგად მოგვექცა და რწმენა და სიძლიერე მოგვცა.

ი: ხო, პეპთან თავს მნიშვნელოვანად ვგრძნობ.

ჩ: კაცო, ანდრეს შენ ისედაც მნიშვნელოვანი ხარ ყველასთვის, სადაც მოხვდები უველგან ოვაციებით გხვდებიან.

ი: მართალია სასიამოვნოა, რომ სახლიდან შორს კარგად ხომ მხვდებიან, ეს ცოტას მაცბუნებს, მაგრამ მე მათი მადლიერი ვარ.

ჩ: საკვირველია! ხალხს უნდა მადლობა გადაგიხადოს შენც და ყველას ჩვენ. ნახე როგორ დაუკრეს ვილიას ტაში ”ნუევა სარდინეროზე”?

ი: ხო, ეს მსოფლიო ჩემპიონატის დამსახურებაა. მივესალმები.

ჩ: კარგ სიტუაციაში ვართ, ახლა შეტევაში ვილია გვყავს, რომელიც ადვილად ადაპტირდება ჩენს ტამაშთან.

ი: ხო, გუახესთან ერთად ყველაფერი უფრო ადვილი იქნება. გარდა იმისა რო კარგად იხსნება, პასებსაც კარგად აკეთებს და ბურთს კარგად ათამაშებს სხვასთან.

ჩ: ცუდია, ცესი ჩვენთან, რომ არაა. საოცრება იქნობდა, რომ გადმოსულიყო.

ი: ხო, სამწუხაროა. ვხედავდი, რომ ბედნიერი იყო და ისე ჩანდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ…..

ჩ: ….ბაჰ.. გამოვა აბა რას იზავს? მომავალ წელს აუცილებლად. ”ბარსას” დნმ აქვს. ვენგერი მგონი მიხვდა, რომ 1 წელზე მეტი ვეღარ შეინარჩუნებდა.

ი: წელს არსენალს არ უნდოდა გაყიდვა და მაგიტომ არ გამოვიდა.

ჩ: ნახე მაურინიოს ჩამოსვლა? არ ეშვება ”ბარსაზე” ლაპარაკს.

ი: კიდევ კარგი, რომ მაგისი არცერთი წინადადება აღარ გვჭირდებამოტივაციის მოსამატებლად.

ჩ: არ ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის ისიც მოტივაციაა რო მადრიდშია. ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარს.

ი: ხო, მაგრამ ჯობია ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ.

ჩ: რა თქმა უნდა. სულელები კი არ ვართ, რომ მაგის პროვოკაციებს ავყვეთ.

ი: ჩვენი წარმატებები მარტო ჩვენი დამსახურება იქნება.

ჩ: ერთადერთი რისიც გვეშინია ტრამვებია…

ი: ვიცი. თამაშის მაგ ნაწილის შესახებ. როცა თამაშობ ვერც კი იფიქრებ, რომ შენს თავს შეიძლება ტრავმა მიაყენო. მთავარია პრევენცია.

ჩ: ხო ანდრეს წელს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სტატისტიკებით ყველაზე მეტი ”ბარსას” ესპანელებმა ვითამაშეთ და ეს ადრე თუ გვიან თავის შედეგს მოიტანს.

ი: ხეზე დააკაკუნა. ნახე ”ატლეტიკოს” თამაში?

ჩ: ხო, ისნი ძლაიან ძლიერები არიან. ცუდია, რომ 2 ტურის შემდეგ ”კალდერონზე” ვეთამაშებით.

ი: ის დიდი და მზარდი გუნდია.

ჩ: ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მე დღესაც მახსოვს შარშანდელი სეზონი, ერთადერთი წაგება და ისიც ”ატლეტიკოსთან”. მე და კეიტამ ტრამვები მივიღეთ, ალვეშის ნაცვლად ბარტრა იყო.

ი: იმედია წელს უკეთ ვითამაშებთ.

ჩ: ხო, მაგრამ ჯერ ”ჰერკულესს” უნდა მოვუგოთ კამპ ნოუზე.

ი: როგორც მისტერი ამბობს თამაშ-თამაშ უნდა ვიაროთ.

ჩ: ბევრ ხალხს გაუკვირდა რეალის ფრე მალიორკასთან, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეგ სტადიონი ყველასთვის რთულია.

ი: ამბობენ, რომ ეგ შედეგი მომავალში საბოლოო შედეგზეც იმოქმედებს.

ჩ: ჩემპიონატის დასაწყისსში ხალხი ბევრს ლაპარაკობს.

ი: რამეზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. სასიამოვნო და საამაყოა ”რასინგთან” 0–3 მოგება მაგრამ ამისთვის არავინ არაფერს გაჩუქებს, ჯერ მთელი ჩემპიონატი წინაა.

ჩ: ჩემპიონატი გრძელია და მძიმე. არცერთ წამს არ უნდა მოდუნდე.

ი: ჩვენ ხომ გავრდიოლა გვყავს? მასთან ერთად არცერთ წამს არ მოდუნდები.

ჩ: ახლა, როცა პეპზე ვლაპარაკობდით იბრამ გამიელვა გონებაში. ნეტა რატო? ის მართალი არ იყო.

ი: შენი არ ვიცი და მე არაფერს ვუჩივი. ყველა ფეხბურთელს თავისი პირადი მდგომარეობა აქვს. შესანიშნავი ფეხბურთელია და არ გავუშვებდი.

ჩ: მე ყოველთვის ვამბობდი, მათავარია ბედნიერი იყო. წარმატება ვუსურვოთ ”მილანში”.

ი: მართალია. მთავარია ადამიანი კარგად გრძნობდეს თავს. არ ვიცი მისი წასვლა საჭირო იყო თუ არა, მაგრამ შეთანხმება უკვე მიღწეული და მორჩა…

ჩ: ნახე მასკერანო რა ”მაგარი” კაცია? ამბობს რო ჩვენგან უნდა ისწავლოს.

ი: ჩვენც უნდა ვისწავლოთ მისგან. არგენტინელთა ლიდერია და ”ლივერპულში” კარგი გამოცდილება აქვს. ის ბევრ რამეში დაგვჭირდება.

ჩ: მასკერანო დიდებული შენაძენია ისეთივე, როგორც ადრიანო.

ი: შენ იცი? ჩემი საკუთარი ერკორდი გავიმეორე.

ჩ: რაა?

ი: ხო ძმაო. წინა სეზონში მარტო 1 გოლი გავიტანე და ამ სეზონის პირველივე თამაშში გავიმეორე ის შედეგი.

ჩ: ჰა.ჰა! ანდრეს იცი რა? შენი გოლები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის შემოინახე. ”სტამფორდ ბრიჯი”, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და ახლა მგონი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ”უემბლიზე” გელოდება არა?

ი: არა, არა! მე მინდა, რომ გოლების გატანა გავაგრძელო. მაგრამ არც მაგ ჩვევას დავივიწყებ.

ჩ: ეი. პატარა ჩიტამ ამბავი მომიტანა, რომ ჩენს ”ტრუსზე’ ბვერი იხუმრებს. 🙂 😆

ი: ნახე ფოტოები? (ავტ. საუბარია ამ ფოტოზე)

ჩ: არა!

ი: რავიცი, მე ჩვეულებრივად მეცვა, როგორც სხვებს. მაგრამ ბევრს არ მოეწონა.

ჩ: რატომ?

ი: რავიცი. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი საცურაო კოსტუმია 😆 .

ჩ: კარგი, კარგი. მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილი პრემია მიიღე?

ი: ჯერ არა. ველოდები.

ჩ: ხო, მეც ეგრე ვარ.

ი: მოი ტემა შევცვალოთ. სანდროზე რას ფიქრობ?

ჩ: სიმართლე გითხრა სასიამოვნოდ გამაკვირვა. გახსოვს სუპერთასი რომ გადმოგვცეს ”ნოუ კამპზე”, ძალიან თბილად გვექცეოდა. დარწუნებული ვარ წარმატებებს მიაღწევს. ეტყობა, რომ უყვარს ”ბარსა” და ყველაფერს გააკეთებს ამ მოგებების პერიოდი რომ გაგრძელდეს.

ი: კიდევ ის უპირატესობაც გვაქვს რო უკვე ვიცნობდით. ჩანს რისი გაკეთებაც უნდა და ყველა თავისებურად აკეთებს თავის საქმეს. აშკარაა, რომ მისი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა, ამიტომ იგივე მიმართულებით უნდა ვიაროთ.

ჩ: ასევე იმისთვისაც უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ ლაპორტა დაპატიჟა და ერთად აღვნიშნეთ ჩემპიონის ტიტული. ეს ბევრ რამეს ამბობს მასზე, რადგან ძალიან კარგი მანერაა, რომ ყველა გაერთიანდეს ერთი დროშის ქვეშ.

ი: ხო, რაც მეტი ერთიანობაა, მით უკეთესი. არასპორტული საკითხები ნაკლებადგვაინტერესებ, მაგრამ გამპერი კარგად ჩატარდა და კარგადაც გავერთეთ.

ჩ: როგორც ფიესტა სამხრეთ აფრიკაში და შემდეგ ესპანეთში.

ი: კაცო, ყველაზე მეტად მე ეგ ვიგრძენი როცა ფუენტეალბილიაში ვისვენებდი. ბევრი ხალხი მოდიოდა ჩემს სანახავად და მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავს მსოფლიოს მოგება, განსაკუთრებით ხალხისთვის.

ჩ: მე კატალონიაში დავრჩი. სახლში აღვნიშნე.

ი: მე სარდინიაზეც ვიყავი. გამოვეთიშე ცხვოებას.

ჩ: მანდ ბევრი ხალხი არ იყო?

ი არა, თუ იცი ადგილები სადაც სიწყნარეა.

ჩ: რაღა უნდა ვინატროთ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებში ვართ

ი: ეს ჩვენი სახლია. ყველა კარგად გვექცევა, ექიმები, მწვრთნელები.გუნდიც ფანტასტიურია. ასე უფრო ადვილია შედეგების მიღწევა.

ჩ: და ნაკრებშიც 6 თანაკლუბელი გვყავს.

ი: ხო, ეგეც გვეხმარება. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ოჯახივით ვართ.

ჩ: ანდრეს თუ გახსოვს ნახევრად პირობა დადე ”უემბლიზე” გოლს გავიტანო და თუ შესაძლებელი იქნება იანვარში ოქროს ბურთს ავიღებო. გახვსოვს?

ი: ნეტავ. მაგრამ ხომ მიცნობ. ვთქვი უკვე, რომ ინდივიდუალურ ტიტულებს გუნდური მირჩევნია.

ჩ: რა სულელი ხარ, რა სულელი… ეგ უკვე ერთ ნახევარია…

ი: კარგი, როგორც შენ იტყვი. წავედით ვჭამოთ არ დაგვაგვიანდეს…

წყარო: Sport.Es , TotalBarca.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში