8 ნოემბერს, ლა ლიგის მე-12 ტურში, “ბარსელონამ” სტუმრად “ატლეტიკო” 2-1 დაამარცხა. ფერმინ ლოპესის დუბლით მოპოვებულ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი პაუ კუბარსიმაც შეიტანა, რომელმაც მატჩი შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა.
FotMob-ის მონაცემებით, 19 წლის ცენტრალური მცველი ბურთს 120-ჯერ შეეხო და 108 პასიდან 106 ზუსტად შეასრულა. მისი გადაცემების სიზუსტემ 98% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორი არაზუსტი პასი გააკეთა.
კუბარსიმ მეტოქის მოედნის ბოლო მესამედში 9 პასი შეასრულა, ხოლო 3 გრძელი გადაცემიდან 2 ზუსტი აღმოჩნდა.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის დაცვითი სტატისტიკა: მან ბურთი 6-ჯერ მოიგერია, მეტოქის გადაცემა 3-ჯერ ჩაჭრა და ბურთი 4-ჯერ დაიბრუნა.
ეს მონაცემები კარგად წარმოაჩენს კუბარსის მნიშვნელობას ჰანსი ფლიკის გუნდისთვის. ახალგაზრდა მცველმა არა მხოლოდ საიმედოდ ითამაშა დაცვაში, არამედ ბურთის გათამაშებასა და შეტევების წამოწყებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.




პასების სიზუსტე კარგია, მაგრამ მცველების მთავარი დავალება კარის დაცვა არ არის? კუბარსის ყველაზე ნაკლებად ეხება ეგ ამბავი.
დე იონგი პედრი გავის ტრიოც მომწონს და პედრი დე იონგი როდრის ტრიოც სასწაული იქნება რასაც ქვია ფრენკის გამოსვლა იყო კოზირი რასაც ქვია დავუმალეთ და შევჭამეთ მეორე ტაიმში ფლიკს რო დაეგვიანებია ეგ ცვლილება უეჭველი გავვიტანდა ატლეტიკო