“ხეტაფეს” მთავარი მწვრთნელი, ლუის გარსია პლასა დარწმუნებულია, რომ ხერარდო მარტინო ამ მომენტში მადრიდის “ატლეტიკოზე” არ ფიქრობს, რომელსაც კატალონიური კლუბი ესპანეთის მე-19 ტურში დაუპირისპირდება, იტყობინება ესპანური პრესა.
“ატლეტიკოსთან” მატჩამდე, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ესპანეთის თასის 1/8 ფინალის საშინაო მატჩს გამართავენ, “ხეტაფესთან” წინააღმდეგ.
“მარტინო და “ბარსელონა” ჩვენთან მატჩზე ფიქრობენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენთვის, შაბათის მატჩი “რაიოს” წინააღმდეგ, ასევე ფინალის ექვივალენტია, მაგრამ ჩვენ მათზე ხუთშაბათამდე არ ვიფიქრებთ. რა თქმა უნდა, ნორმალურია, თუ კატალონიელები “ატლეტიკოზე” საუბრობენ, მაგრამ ახლა ისინი კონცენტირებულნი არიან ჩვენთან მატჩზე”, – განაცხადა გარსიამ.