58 დღე გავიდა, რაც ლეო მესიმ ტრავმა მიიღო “ბენიტო ვილიამარინის” სტადიონზე. დღეს კი, გახდა ცნობილი, რომ ხერარდო მარტინომ, “ხეტაფეს” წინააღმდეგ მატჩის განაცხადში ლეო მესიც შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ არგენტინელმა სრულიად მოიშუშა ტრავმა. მოდით ვნახოთ, თუ როგორ ჩაიარა ამ პერიოდმა.
10 ნოემბერი. “ბეტისთან” მატჩის მე–19 წუთზე ლეო მესიმ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც საჭირო გახდა მისი შეცვლა. ამ დროისთვის, მის ანგარიშზე, 16 მატჩიდან, 14 გოლი იყო.
11 ნოემბერი. მესის ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ იგი 6–8 კვირას გამოტოვებდა.
12 ნოემბერი. მესიმ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა მის გულშემატკივრებს: “მადლობთ მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს”.
17 ნოემბერი. არგენტინულ გაზეთ “ოლესთან” ინტერვიუში, მან განაცხადა: “ტრავმა შემთხვევითობა იყო მე დავბრუნდები მაშინ, როდესაც ჩემი ორგანიზმი ამის საშუალებას მომცემს.”
20 ნოემბერი. სამი დღის შემდეგ, რაც მას “ოქროს ბუცი” გადასცეს, მან შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა:”ტკივილს ძლივსღა ვგრძნობ”
29 ნოემბერი. ლეო მესი გაემგზავრა მის მშობლიურ ქალაქში, აღდგენითი პროცესის მეორე ეტაპის გასატარებლად. მასთან ერთად იყვნენ კლუბის ექიმები.
17 დეკემბერი. ექიმი რიკარდ პრუნა და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გაემგზავრნენ არგენტინაში, რომ ენახათ, თუ როგორ მიდიოდა აღდგენითი პროცესი.
20 დეკემბერი. მესის ჩაუტარდა ტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ მან აღდგენითი პროცესი წარმატებით გადალახა.
21 დეკემბერი. მან განაცხადა, რომ უკუათვლა მისი გამოჯანმრთელების დღემდე დაიწყო. ხერარდო მარტინომ თქვა, რომ ის სულ მალე, შესანიშნავ ფორმაში იქნება.”
30 დეკემბერი. “2014 წლისთვის, ვისურვებ, რომ ტრავმა მოვიშუშო. ახალი წლის, ჩემს ნათესავებთან შეხვედრის შემდეგ, 1 იანვარს, ბარსელონაში დავბრუნდები და იქ განვაგრძობ ფორმის აღდგენას.”
1 იანვარი. მესი არგენტინიდან ბარსელონაში ჩაფრინდა.
2 იანვარი. მესიმ მონაწილეობა მიიღო საღამოს ვარჯიშში, რომელიც მისთვის პირველი იყო ტრავმის შემდეგ.
3 იანვარი. ღია ვარჯიშზე, ლეომ ჰეთ–თრიკი შეასრულა.
7 იანვარი. 58 დღის გაცდენის შემდეგ, მესიმ სრულიად მოიშუშა ტრავმა.