მადრიდის “ატლეტიკო” ლა ლიგის მე-12 ტურში “ბარსელონას” ერთ-ერთი წამყვანი მცველის გარეშე დაუპირისპირდება.
Marca-ს ინფორმაციით, კრისტიან რომერო, რომელსაც კუტის მეტსახელით იცნობენ, ტრავმის გამო კვირას გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ტრავმა 17 ოქტომბერს, “ესპანიოლთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მიუხედავად იმისა, რომ “ლევანტესთან” შეხვედრის განაცხადში მოხვდა, არ უთამაშია. რომერომ ასევე გამოტოვა ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” დაპირისპირება.
რომერო არგენტინის ნაკრების ნოემბრის მატჩებისთვისაც არ გამოუძახებიათ, რათა სრულფასოვნად გამოჯანმრთელდეს.
მისი არყოფნის პირობებში დიეგო სიმეონეს დაცვის ცენტრში ალტერნატივების მოძებნა მოუწევს. ერთ-ერთ ვარიანტად რობინ ლე ნორმანი განიხილება.
“ატლეტიკო” და “ბარსელონა” ერთმანეთს 8 ნოემბერს, “მეტროპოლიტანოზე” შეხვდებიან.




მაგარი სახელი აქვს