workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილია “ბარსელონას” 3–ჯერ სტუმრობდა

ბრაზილია “ბარსელონას” 3–ჯერ სტუმრობდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისათვის “ბარსელონა” და “კამპ ნოუ” უცნობი არ არის. “პენტაკამპეონები” კატალონიას 3–ჯერ სტუმრობდნენ.

პირველი მატჩი 1999 წლის 28 აპრილს შედგა, როდესაც “ბარსელონა” ბრაზილიას დაუპირისპირდა. იმ დროს ბრაზილიაში 3 უდიდესი “რ” თამაშობდა (რომარია, რონალდო, რივალდო). წვიმის მიუხედავად მატჩი ძალიან სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა კატალონიელებს მხრიდან თავი გამოიჩინეს კოკუმ და ლუის ენრიკემ, ხოლო ბრაზილიელთა მხრიდან რივალდომ  და რონალდომ.

შემდეგი მატჩი შედგა 2002 წლის 18 მაისს, ბრაზილიასა და კატალონიას შორის (მსოფლიო ჩემპიონატამდე). მატჩი 1:3 დასრულდა სამხრეთ ამერიკელთა სასარგებლოდ. იმ მატჩში გოლები გაიტანეს რონალდინიომ და ედმილსონმა, რომლებმაც შემდეგში კატალონიურ კლუბს მიაშურეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის დროს ტრიბუნები  გადატენილი იყო, მატჩს 97 ათასზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა.

მესამე და ჯერჯერობით საბოლოო მატჩი შედგა 2004 წლის 25 მაისს. ერთმანეთს კვლავ ბრაზილიისა და კატალონიის ეროვნული ნაკრებები დაუპრირისპირდნენ. მატჩი იმდროინდელი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების სასარგებლოდ დასრულდა 2:5. მატჩში მონაწილეობა მიიღეს ერთი მხრივ: ვიქტორ ვალდესმა, ოლეგერმა, ინიესტამ, გვარდიოლამ, ბელეტიმ,  მეორე მხრივ: რონალდომ, რონალდინიომ, ედმილსონმა და ა.შ. მატჩს 80 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში