workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ასტონ ვილა ლოგო

ასტონ ვილა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჰანსი ფლიკი 2026 წლის საპატიო რამბლისტად დაასახელეს

ჰანსი ფლიკი 2026 წლის საპატიო რამბლისტად დაასახელეს

bolt მოკლედ
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, ქალაქ ბარსელონაზე დადებითი გავლენისა და სპორტის მიღმა შეტანილი წვლილისთვის Ramblista d'Honor 2026-ის ჯილდო მიენიჭა. გერმანელი სპეციალისტი განსაკუთრებით ახალგაზრდებისადმი ნდობისა და კლუბის წარმატებებში შეტანილი წვლილისთვის გამოარჩიეს.

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი 2026 წლის საპატიო რამბლისტად (Ramblista d’Honor) დასახელდა. გერმანელ სპეციალისტს ეს აღიარება ქალაქ ბარსელონასა და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩის, ლა რამბლას განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.

დაჯილდოების ცერემონია 2 ნოემბერს, ბარსელონის მერიის ისტორიულ დარბაზში, Saló de Cent-ში გაიმართა. ფლიკმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, ამიტომ ჯილდო მის ნაცვლად “ბარსელონას” პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ ჩაიბარა.

ღონისძიებას ბარსელონის მერი ჟაუმე კოლბონი და ჯილდოს დამფუძნებელი ორგანიზაციის, Amics de La Rambla-ს პრეზიდენტი ალექს ბალეტბო ესწრებოდნენ.

ფლიკმა დამსწრეებს ვიდეომიმართვით მიმართა, მადლობა გადაუხადა აღიარებისთვის და ქალაქისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა.

მიხარია და ვამაყობ, რომ ამ ქალაქის ნაწილი ვარ. გაუმარჯოს “ბარსელონას” და გაუმარჯოს ბარსელონას!

დაჯილდოების ჟიურიმ გერმანელი მწვრთნელი განსაკუთრებით გამოარჩია მისი ერთგულების, ღირებულებების, შეუპოვრობისა და ახალგაზრდებისადმი ნდობის გამო.

ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს “ბარსელონაში” მისვლის შემდეგ ფლიკმა არა მხოლოდ გუნდის სპორტულ წარმატებებში შეიტანა წვლილი, არამედ ქალაქის ცხოვრებაზეც დადებითი გავლენა მოახდინა. ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ “ბარსელონას” გამარჯვებებმა გულშემატკივრებს კანალეტესის შადრევანთან, ლა რამბლაზე, ზეიმის არაერთი მიზეზი მისცა.

რა არის Ramblista d’Honor?

Ramblista d’Honor საპატიო ჯილდოა, რომელიც 1961 წელს ასოციაცია Amics de La Rambla-მ დააარსა. მისი მიზანია იმ ადამიანების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების დაფასება, რომლებმაც ლა რამბლასა და მთლიანად ბარსელონის პოპულარიზაციას, კულტურულ განვითარებასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს.

2026 წელს ჰანსი ფლიკთან ერთად ეს ჯილდო ხელოვნების ისტორიკოს იუდიტ სუბირაქსსა და ბარსელონის ისტორიულ დაწესებულება Granja Viader-საც მიენიჭათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი