“ბარსელონაში” ერიკ გარსიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია. გამოცემა Sport-ის ჟურნალისტის, ჟორდი ჟილის ინფორმაციით, კლუბის სამედიცინო შტაბი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესს ოპტიმისტურად აფასებს.
გარსიას ბარძაყის სწორი კუნთი (rectus femoris) აქვს დაზიანებული. რეაბილიტაცია დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამედიცინო პერსონალი ფეხბურთელის პროგრესით კმაყოფილია.
მიუხედავად დადებითი დინამიკისა, “ბარსელონა” გარსიას დაბრუნებას არ იჩქარებს და “ატლეტიკოსთან” მოახლოებული მატჩისთვის მის მზადყოფნასთან დაკავშირებით ზედმეტ რისკზე არ წავა.
არსებული მოლოდინით, ერიკ გარსია სრულფასოვნად თამაშს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.




გუარდიოლას რა ვუთხარი რა , ამ აყუდებული ცენტრალური მცველების ფლანგზე თამაში რო მოიგონა 😂