ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტეს, რომ ლა ლიგის მე-11 და სეგუნდა დივიზიონის მე-12 ტურის ყველა მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილი იქნება. ამ ჟესტით პატივს მიაგებენ ტოლედოს პროვინციაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
როგორც გამოცემა Marca იტყობინება, ორივე ორგანიზაციამ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო. მათ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს და ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადეს.
ესპანეთის თასის 24 მატჩი გადაიდო
მანამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის თასის პირველი ეტაპის 24 შეხვედრა გადადო, რომლებიც ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. გადაწყვეტილება სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ მიიღეს.
ტრაგედია ოთხშაბათს დილით, ტოლედოს პროვინციაში, მადრიდისა და ანდალუსიის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მოხდა. ერთმანეთს კომპანია Iryo-ს მატარებელი და ჩქაროსნული AVE შეეჯახნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა მთელი ესპანეთი შეძრა და ქვეყანაში დაღუპულთა ოჯახებისა და დაშავებულების მიმართ სოლიდარობის ტალღა გამოიწვია.

ძალიან საწყენია, ხსოვნა იყოს ყველასი. გადარჩენილებს ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა.