ახალგაზრდა ტალანტების განვითარება “ბარსელონას” ისტორიული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ბოლო ათწლეულში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს “ფრანს ფუტბოლისა” და ოქროს ბურთის დაჯილდოება, რომელსაც UEFA-ც უჭერს მხარს.
2018 წლიდან, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო დაწესდა, “ბარსელონას” წარმომადგენლებმა 10 პრიზიდან 7 მოიგეს. ჯილდო 21-წლამდე ფეხბურთელებს გადაეცემათ, ხოლო 2026 წლიდან მას “წლის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტის” პრიზი ეწოდება.
2025 წლიდან დაჯილდოებას ქალთა ფეხბურთის კატეგორიაც დაემატა და აქაც “ბარსელონას” დომინაცია დამყარდა. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული კატალონიური კლუბის ფეხბურთელი ვიკი ლოპესი გახდა.
მამაკაცთა შორის რეკორდსმენი ლამინ იამალია, რომელმაც ორშაბათს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე ეს ჯილდო კარიერაში მესამედ მიიღო. “ბარსელონას” 10 ნომერს ტურნირის ისტორიაში სხვა კატალონიელი ფეხბურთელებიც უსწრებდნენ წინ: 2021 წელს გამარჯვებული პედრი გახდა, 2022 წელს კი პრიზი გავიმ მოიპოვა.
ჯილდოს პრესტიჟულობას ორი მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს.
პირველი მისი გამარჯვებულებისა და ნომინანტების მაღალი დონეა. წლების განმავლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებად დასახელდნენ კილიან მბაპე (2018), მატეის დე ლიხტი (2019) და ჯუდ ბელინგემი (2023).
გარდა ამისა, სხვადასხვა წელს საუკეთესო სამეულში მოხვდნენ ჟუაუ ფელიში, ჯამალ მუსიალა, დეზირე დუე, ჟუაუ ნევეში და არდა გიულერი. წელს კი საპრიზო სამეულში “ბარსელონას” კიდევ ერთი ახალგაზრდა ვარსკვლავი, პაუ კუბარსიც მოხვდა.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამარჯვებულის გამოვლენის წესია. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტს სპეციალური ჟიური ირჩევს, რომელიც მხოლოდ ოქროს ბურთის წარსული გამარჯვებულებისგან შედგება.
ამრიგად, ბოლო წლებში “ბარსელონამ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. კატალონიელთა წარმომადგენლებმა ამ პრესტიჟული ჯილდოს 10 გათამაშებიდან 7 მოიგეს, რაც ახალგაზრდულ ფეხბურთში კლუბის წარმატების კიდევ ერთი დასტურია.




რეალმა ხომ მოიგო აბრიქინებული კატალონიური სარდელი.
ბოღმებს კიდე ეს უნდოდათ😂😂😂 მსოფლიოს მერე საერთოდ ხო აეწვათ და სეზონიდან იამალმა მიაყარა გოლები დადუმდნენ ხოდა ახლა ელოდებიან თამაში არ წაუვა იამალს და იიიიი აგე იამალი იიიი ჯიბეში ჩაისვეს ველ თამაშობს დიდ თამასებს 😂😂😂💩 მე უფრო ის მაოცებსს ბარსას ქომეგები რომ იამალის ჰეითს არიან აყოლილები 🙏🏻 ადრე თუ გვიან ბარსა დადებს ლიგას აი ბოღმაობა მერე იხილეთ 😂😂😂
რას იზამ ჩვენთანაც არიან მელეხები, რასაც დიდი კაცი იტყვის რასაც ბრბო დაიჯერებს იმას იტყვიან ❤️😂 ჩემი ალალი მოსაზრებით იამალის ან რომელიმე ჩვენი ფეხბურთელის გაკრიტიკებამდე ფლიკის შემოქმედებას უფრო დავუსვამდი კითხვის ნიშნებს, ჩემ თვალში ეგრეა ყოველი შემთხვევისთვის, ესენი ბავშვები არიან და წაგებიდან მართლა ისწავლიან რაღაცებს, ფლიკმა კიდე დიდი ხნის წინ ისწავლა ეგ გაკვეთილები წესით და დღეს უკვე უნდა იყენებდეს დაგროვილ გამოცდილებას სწორად, მაგრამ სიჯიუტეს ვერ აბიჯებს ეგ კაცი ვერაფრით.