workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოაუ კანსელუ: მეტოქეზე უკეთესები ვიყავით

ჟოაუ კანსელუ: მეტოქეზე უკეთესები ვიყავით

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” განცდილი 1-2 მარცხის შემდეგ, “ბარსელონას” პორტუგალიელმა განაპირა მცველმა ჟოაუ კანსელუმ მატჩი თანაგუნდელებისგან განსხვავებული რაკურსით შეაფასა. მცველმა აღნიშნა, რომ კატალონიელები მოწინააღმდეგეს სჯობდნენ, თუმცა მეტოქემ მომენტების რეალიზება უმაღლეს დონეზე მოახდინა.

“ჩემი გადმოსახედიდან, მეტოქეს ვჯობდით”

კანსელუს თქმით, “რეალ მადრიდის” მთავარი სიძლიერე სწორედ ისაა, რომ მათ მინიმალური მომენტებიდანაც მაქსიმუმის გამოწურვა შეუძლიათ:

“ჩემი გადმოსახედიდან, მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ ეს “რეალ მადრიდია” – ცოტა მომენტი აქვთ და გოლს მაინც გიტანენ. ზოგადად, უკეთესი გუნდი ვიყავით”.

ბურთის კონტროლის აუცილებლობა და მომენტები

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტაქტიკურ ასპექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაღალი პრესინგის პარალელურად, გუნდს ბურთის მეტად შენარჩუნება მართებდა:

“ხშირად გვსურს მაღალი პრესინგით ვითამაშოთ, თუმცა არის მომენტები, როდესაც შეხვედრა ბურთით უნდა გააკონტროლო, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა – ბურთი მეტად უნდა დაგვეჭირა და სწრაფად გაგვენაწილებინა. ეს ცოტათი დაგვაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ “რეალ მადრიდზე” მეტი საგოლე მომენტი მაინც გვქონდა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 26 ოქტ 2026, 21:19
    #1

    მაღალ პრესინგს იბრალებენ, თუმცა მე ამას ვერ ვხედავ. პირიქით, ძალიან ხშირად აქეთ გვაპრესინგებენ საკუთარ კართან გუნდები და ბურთი ძლივს ამოგვაქვს ან ვკარგავთ.