ჩატარებულმა სიღრმისეულმა სამედიცინო ტესტებმა “ბარსელონას” სამედიცინო შტაბის ყველაზე ცუდი მოლოდინი დაადასტურა: დანი ოლმომ “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის პირველ ტაიმში კუნთის დაზიანება მიიღო და ლაზარეთში მინიმუმ ერთი თვე დარჩება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჰანსი ფლიკს უახლოეს ოთხ კვირაში შემტევი ხაზის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.
მატჩები, რომლებსაც დანი ოლმო გამოტოვებს
წინასწარი გრაფიკით, 28 წლის ესპანელი ხუთ ოფიციალურ შეხვედრას გამოტოვებს:
- ბარსელონა – რეალ მადრიდი (ლა ლიგა, ელ კლასიკო)
- ბარსელონა – ალავესი (ლა ლიგა)
- ბარსელონა – ასტონ ვილა (ჩემპიონთა ლიგა)
- ატლეტიკო – ბარსელონა (ლა ლიგა)
- ბარსელონა – ვილიარეალი (ლა ლიგა)
ოლმოს ტრავმა ჰანსი ფლიკისთვის უდიდესი დარტყმაა, რადგან გუნდს უახლოეს პერიოდში როგორც ლა ლიგაში უშუალო კონკურენტებთან (“რეალ მადრიდი”, “ატლეტიკო”, “ვილიარეალი”), ისე ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის.
გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა 54 წლის ასაკში
დაიწყო ჩვენი წყევლა. 😡
გამოჯანმრთელებაა მეტი რა უნდა თქვაა
რას ფიქრობთ ისე ოლმოც დაიტრავმა ახლა 1 თვე არ იქნებაო და პედრიმ რო ითამაშოს 10 იანის პოზიციაზე. ფრენკიც დაბრუნდა და როდრი ფრენკი პედრი ფერმინი სკამიდან რორამე ფრენკის შეცვლის ხოლმე ან პედრის.
ბურთს ვინ დაიჭერს ცენტრში თორე კი ითამაშებს. ეს ფერმინი მაინცდამაინც გუშინ დაკლევდა ლა ლიგაში 25 მეტრიდან გააქვს.
😂
პედრი წინ აწეულია არ ვარგა,სიღრმეში მოთამაშე playmaker არის და 10-იანის ინსტიქტები პედრის არ აქვს ბოლომდე გამჯდარი.
ეგ სამივე ბურთის ისეთი დამჭერია არავის დაანახებენ უბრალოდ მგონი ზედმეტი კონტროლი გვექნება და შეტევითი პოტენციალი ოდნავ მოიკლებს
შეიძლება გატესტვა