workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იამალის ორნიშნა მაჩვენებელი: 20 საგოლე მოქმედება 12 მატჩში

იამალის ორნიშნა მაჩვენებელი: 20 საგოლე მოქმედება 12 მატჩში

“პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ “პარკ დე პრენსზე” გამართულ ურთულეს შეხვედრაში ლამინ იამალმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. 79-ე წუთზე “ბარსელონას” მეათე ნომერმა მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო, ვორენ ზაირ-ემერის გვერდი ოსტატურად აუარა და მატვეი საფონოვის კარში უმაღლესი დონის ფუტსალის მოთამაშის სტილში ულამაზესი გოლი გაიტანა. მართალია, შეხვედრა საბოლოოდ ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა 19 წლის ტალანტისთვის ეს ბურთი ისტორიული აღმოჩნდა.

10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა 12 შეხვედრაში

გარდა იმისა, რომ გოლი ულამაზესი სანახავი გამოდგა, ის იამალისთვის ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონის მე-10 ზუსტი დარტყმა იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მან ორნიშნა მაჩვენებელს სულ რაღაც 12 ჩატარებულ შეხვედრაში მიაღწია. ლუის ენრიკეს გუნდთან დაპირისპირებამდე კი მის ანგარიშზე უკვე 10 საგოლე გადაცემა ფიქსირდებოდა.

საუკეთესო შედეგი ევროპაში

ამ მონაცემებით, ლამინ იამალის აქტივში უკვე 20 საგოლე მოქმედებაა (გოლი+პასი), რაც ერთ მატჩში საშუალოდ 1.66-ს შეადგენს. ეს არაჩვეულებრივი შედეგია, რომლითაც ის ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება:

  • ლამინ იამალი – 20 (10 გოლი + 10 პასი);
  • რაფინია – 17;
  • ჰარი კეინი – 15;
  • კილიან მბაპე – 13;
  • მაიკლ ოლისე – 13.

ზედიზედ 10 მატჩი და მესის ნიშნული

გარდა ამისა, ლამინ იამალი ზედიზედ უკვე 10 შეხვედრაა მინდორს გოლის ან საგოლე პასის გარეშე არ ტოვებს. ეს სერია ლა ლიგის მე-3 ტურში “რაიო ვალეკანოსთან” მატჩიდან დაიწყო, სადაც მან დუბლი შეასრულა.

2013/14 წლების სეზონის შემდეგ ეს “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის მესამე საუკეთესო შედეგია. პირველი ორი ადგილი კი ლეო მესის ეკუთვნის, რომელმაც 2015/16 წლების სეზონში ზედიზედ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა გოლში, ხოლო 2018/19 წლების სეზონში – ზედიზედ 12 შეხვედრაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი