workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია

რაფინია: დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია

“პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის (2-4) შემდეგ, მედიის წინაშე პირველი გუნდის კაპიტანი რაფინია წარდგა. ბრაზილიელმა შემტევმა ევროპის მოქმედ ჩემპიონთან გუნდის თამაში დაიცვა და შეხვედრის სირთულეს გაუსვა ხაზი:

“ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ევროპის ორგზის ჩემპიონს ვუპირისპირდებით, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კი ისინი ძალიან ძლიერები არიან”.

დაკარგული სამი ქულა და მზერა ელ კლასიკოსკენ

რაფინიამ ქულების დაკარგვის გამო სინანული გამოთქვა, თუმცა შედეგის გაზვიადებაზე უარი თქვა:

“გვსურდა მოგებით ან თუნდაც ერთი ქულით წამოვსულიყავით, თუმცა არაფერია. ეს ხდება მაშინ, როდესაც უნდა მოხდეს და საბოლოოდ მხოლოდ სამი ქულა დავკარგეთ. ვნახოთ, რას გვეტყვის მწვრთნელი იმისთვის, რომ შეცდომები გამოვასწოროთ და ელ კლასიკოს კარგ ფორმაში შევხვდეთ”.

შედეგის მიუხედავად, მან “ბარსელონას” მიერ ნაჩვენები თამაში დადებითად შეაფასა:

“ეს ძალიან კარგად გაწვრთნილი გუნდია. დღევანდელი შედეგის მიუხედავად, კარგად ვიბრძოლეთ. ორივე ისეთი გუნდია, რომელსაც ბურთით თამაში უყვარს, ჩვენ კი ბურთს ვფლობდით. ეს კარგი გამოცდა იყო და დაამტკიცა, რომ ბრძოლა შეგვიძლია. ასეთი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს, თუმცა კარგად გამოვიყურებოდით”.

სათამაშო წუთები და დანი ოლმოს მდგომარეობა

საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე საუბრისას რაფინიამ აღნიშნა, რომ შეზღუდული დროით თამაში წინასწარ იყო შეთანხმებული:

“სავარჯიშო პროცესს ერთ კვირაზე ნაკლებია რაც დავუბრუნდი და ნაკლები წუთების ჩატარება წინასწარ იყო დაგეგმილი. მატჩი თავს კარგად და ძლიერად ვგრძნობდი და ვცდილობ, ფიზიკურად კიდევ უფრო მოვუმატო”.

რაც შეეხება დანი ოლმოს ტრავმას, რომელმაც მოედანი პირველ ტაიმში დატოვა, ბრაზილიელმა თავშეკავება გამოიჩინა: “დანის შემთხვევაში არ ვიცი, რა მოხდა. მწვრთნელთან და ექიმთან ერთად გავიგებთ დეტალებს”.

დასასრულს, კითხვაზე, მოახდენს თუ არა ეს მარცხი გავლენას კვირას გასამართ ელ კლასიკოზე, კაპიტანმა მოკლედ და კატეგორიულად უპასუხა: “გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენს, აბსოლუტურად არაფერზე”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • 7ermin
    7ermin ახალბედა
    schedule 21 ოქტ 2026, 11:39
    #4

    ბარსელონა ერთადერთი კლუბია რომელიც შეცდომებზე ვერ სწავლობს. მერამდენე წელია ყველა კუთხური სახიფათოა ჩვენს კართან და უმეტესობა გოლით მთავრდება და აქ ხალხი კიდე ლისანდრო მარტინესს ითხოვს დაცვაში, რომელიც ყველაზე დაბალი მცველია დედამიწაზე. კუთხურების მწვრთნელი გვჭირდება, რომელიც დაცვასაც დაამუშავებს და შეტევასაც. ყველა გუნდს ჰყავს თითქმის და ბარსაში არ იციან მაგის შესახებ? ფლიკი კიდე მესამე წელია ერთი და იგივეს აკეთებს, არანაირი ცვლილება ტაქტიკის, 3-0 იგებს თუ 3-0 აგებს, მაინც იგივე ტაქტიკით თამაშობს. ყველა მწვრთნელი მოუგებს რომელიც ტაქტიკურად მაღალ დონეზეა. ამ წელს თუ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უნდა წავიდეს. ლა ლიგას ვალვერდეც იგებდა და ჩავიმაც მოიგო. გარსია, კუბარსი, როდრი, პედრი, დე იონგი, იამალი და რაფინია რომ გყავს არ უნდა იყო იმით კმაყოფილი რომ პსჟსთან ”იბრძოლეს” ბიჭებმა! იმედია შემდეგი ზაფხული მცველების გაძლიერებას დაეთმობა პირველ რიგში და ეს ნელი და დაბალი მცველები ყელში ამომივიდა. ორი ცენტრალური მცველი და მარჯვენა მცველია მოსაყვანი და მერე ფორვარდი. გორდონი და ადეიემი კიდე ვერასდროს გახდებიან შემდგარი ვარსკვლავები, ორივეს რაღაც აკლია და სულ დააკლდებათ ეგ რაღაც.

    ეს ფეხბურთელები გამოადგება ბარსას ჩემი აზრით :
    1) ვან დე ვენი (ტოტენჰემი ევრო ტურნირებზე ვერ გავა და შეიძლება გავარდეს კიდეც და იაფად შეიძლება ყიდვა)
    2) შლოტერბეკი
    3) პორო (ესპანელები განსაკუთრებით ამართლებენ ბარსაში და ამაზე უკეთესი ვარიანტი მხოლოდ ჰაკიმია და მაგას არავინ გამოუშვებს ბარსაში
    4) ჰოლანდი ან ალვარესი
    5) დუე (იამალი ოსასუნებთან იფრენს და დუე ჩემპიონთა ლიგაზე გადაღუნავს გუნდებს)

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 21 ოქტ 2026, 11:34
    #3

    არვიცი გუშინ რაქნა ფლიკმა მაგრამ ალბათ რეალთან მატჩი გათვალათქო ასე მგონია ეგრე თუ არაა მაშინ ძააან გამიცრუებს იმედებს,ეს მარტინი მოაცილონ რა საზიზღარი მცველია ჯერ სახეზეც რო შეხედავ ეტყობა რანაირი მცველიცაა,ხავი ესპარტს ბრავო არ გააახარა კვარა რასაც ქვია თან 1 თამაში იყო და რასაც ქვია ჩაისვა ჯიბეში,გარსია და პედრი იყო დონე,ეს გორდონი არაფერში წერია 1ლ ტაიმში რა მომენტი გააფუჭა დასარტყამი როიყო და მიიღო, ჟესუსი კიდე რატოარ გამოიყვანა ეგეც არვიცი მოკლედ მოვა კლასიკო და ვნახავთ ნამდვილად მაგის გამო მოხდა გუშინდელ ,ლეობები რაც ქნა ფლიკმა ზამთარში აუცილებლად მოსაყვანია მცველი თორე ლიგა გამორიცხულია ფლიკი თუ ისევე ამ ტაკტიკას მიაწვა ჩემი აზრით სეზონის ბოლოს გავუშვებდი ისევ უაზროდ თუ გამოვვარდით.

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 21 ოქტ 2026, 11:14
    #2

    ბრძოლა არა იხვის ტოლმა. ამ თამაშში იბრძოდნენ მხოლოდ პედრი, ესპარტი და ჟოან გარსია. დანარჩენები ფლიკიდან დაწყებული გაგაპარტახათ პსჟმ.

    ნეტა შეცდომებზე ვისწავლოთ მაინც მაგრამ წინა წლების გამოცდილება სამწუხაროდ ამაზე არ მეტყველებს :))))

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 21 ოქტ 2026, 10:36
    #1

    პსჟ უმაგრესი გუნდია,

    დიდი ალბათობით მესამე ლიგას დადებს