ჰანსი ფლიკის შეუჩერებელმა “ბარსელონამ” “ლა კარტუხაზე” “რეალ ბეტისი” 5-2 დაამარცხა და სეზონის ფანტასტიკური სტარტი გააგრძელა. ეს გამარჯვება 2026/27 წლების ლა ლიგის საწყის ცხრა ტურში რიგით მეცხრე გამოდგა, რამაც კატალონიელებს საშუალება მისცა, “რეალ მადრიდის” მიერ 1968/69 წლების სეზონში დამყარებული ისტორიული სტარტის რეკორდი გაემეორებინათ.
9-დან 9 მოგება: შედარება 1968 წელთან და მარტინოს გუნდთან
1968/69 წლების სეზონში “რეალ მადრიდმა” საწყისი ცხრა მატჩი მოიგო და ამ პერიოდში 21 გოლი გაიტანა. ჰანსი ფლიკის “ბარსელონამ” ეს შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი საგოლე მაჩვენებლით გაიმეორა: ცხრა შეხვედრაში 39 გატანილი და მხოლოდ 9 გაშვებული ბურთი.
შედარებისთვის, 2013/14 წლების სეზონში ხერარდო “ტატა” მარტინოს გაწვრთნილმა “ბარსელონამ”, რომლის რიგებშიც ლეო მესი, პედრო, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები ასპარეზობდნენ, სტარტზე ზედიზედ რვა გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც პამპლონაში “ოსასუნასთან” უგოლო ფრეს დასჯერდა (0-0). ფლიკის გუნდმა შაბათს ეს დიდი გუნდიც უკან ჩამოიტოვა.
ისტორიული შანსი ელ კლასიკოში
“რეალ ბეტისთან” მოგებამ “ბარსელონას” შესანიშნავი აღმავლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჰორიზონტზე კი ახალი რეკორდები მოჩანს. ჰანსი ფლიკის გუნდს შეუძლია ეს მიღწევა ერთპიროვნულად დაისაკუთროს, თუ მომდევნო კვირას არც მეტი, არც ნაკლები, “რეალ მადრიდს” დაამარცხებს.
“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ელ კლასიკო კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს, რადგან “ბლაუგრანა” 2026/27 წლების ლა ლიგაში 10-დან 10 მოგების დაფიქსირებას და ისტორიის გადაწერას შეეცდება.
კუნდე მარტინი გარსია თუ არიქნა ცენტრში ვინ დგება? უფორმო უმუხლო დეიონგი?დანძრეულო გვაქ და ეგააა კანსელუ კი დადგება მარცხნივ მარა მარჯვნივ ესპარტი ცოდვააა გამოუცდელი ბავშვია ეგრევე ლიგაზე პსჟ რო დააყენო, ბალდეს დაყენებაც სრული პიზდეცია ტიპს 20 წუთი აქ ნათამაშები მოკლედ ძააან რთულ სიტუაციაში ვართ იმედია ამ სამი მცველიდან 1 მაინც იქნება ჯანზე.
თამაშის შემდეგ ბარსა სახლში ვერ დაბრუნდა, ბარსელონაში შტორმი იყო და სევილიაში სასტუმროში მოუწიათ დარჩენა, ხვალ კი უკვე პარიზში უწევთ ჩასვლა. მაგრა ვართ გაჭედილები.
ყველაფერთან ერთად განგებაც და იღბალიც გვებრძვის 🙃🙃