მოგეხსენებათ “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელმა 30 დეკემბერს კატალონიის ნაკრების მაისური მოირგო და კაბო-ვერდეს დაუპირპირდა, მასპნძლებმა მეტოქე ანგარიშით 4-1 დაამარცხეს, მატჩის დასრულებსი შემდეგ კი “ბარსელონას” მოთამაშეებმა კომენატრი გააკეთეს:
ჟორდი ალბა: “კატალონიის მაისურით თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მოხარულები ვართ გამარჯვებით და ვულოცავ გუნდს წარმატებას.”
მარკ ბარტრა: “შესანიშნავი მატჩი იყო და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. ამ გუნდთან ერთად თამაში უდიდესი სიამოვნებაა.”
სერხი რობერტო: “კატალონიას შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა – ამ მატჩმა ეს დაადასტურა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვალდესი, ჩავი და პუიოლი არ თამაშობდნენ.”
“მსაგვს მატებში მონაწილეობის მიღება განსაუთრებით სასიამოვნოა. აქვე მინდა მივულოცო ორიოლ როსელს, რადგან ეს მატჩი მისთვის სადებიუტო გახლდათ.”