სრულიად დამსახურებული აღიარება: სამშაბათს, 29 სექტემბერს, ლა ლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მფლობელი გამოავლინა და ეს პრიზი “ბარსელონას” თავკაცს, ჰანსი ფლიკს ერგო. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?
ასპროცენტიანი მაჩვენებელი
“ბარსას” დამრიგებელმა ეს ჯილდო მიმდინარე თვეში ჩატარებული ოთხივე შეხვედრის მოგების შემდეგ მიიღო – 100%-იანი შედეგით. მეტიც, მას მიმდინარე 2026/27 წლების სეზონში არც ფრე უთამაშია და არც წაუგია – გუნდმა ყველა ოფიციალური მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
ამ შედეგებმა “ბარსელონა” ლა ლიგის სათავეში მაქსიმალური, 21-დან 21 ქულით მოაქცია – უახლოეს მდევრებთან, მადრიდის “ატლეტიკოსთან” და “ბეტისთან” ხუთქულიანი უპირატესობით. ეს უნაკლო სტარტი უკვე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მომდევნო შეხვედრებში კი “ბარსას” ახალი რეკორდების დამყარება შეუძლია.
თითქმის ხუთი გოლი თამაშში
ოთხივე შეხვედრის მოგების გარდა, სექტემბრის ოთხ საჩემპიონატო მატჩში გუნდმა 19 გოლი შეაგდო. ეს თამაშში საშუალოდ 4.75 გოლს შეადგენს, რაც კატალონიელთა შემტევი ძალის შთამბეჭდავი დემონსტრირებაა.
ფლიკი ასევე დასახელებული იყო ლა ლიგის ბოლო ორი სეზონის (2024/25 და 2025/26) საუკეთესო მწვრთნელად. გერმანელი სპეციალისტი ესპანეთის ჩემპიონატში ჯილდოების კოლექციის გამდიდრებას განაგრძობს – ტურნირში, რომელშიც ის “ბარსელონაში” მოსვლის პირველივე დღიდან დომინირებს.
ვინისიუსს და ენდრიკს ათამაშებს 60 წუთს და რაფინიას ტყავს აძრობს ავსტრალიასთან 95 წუთი ათამაშა, ფლიკმა რო საყვედური გამოთქვა, ანჩელოტი გაბრაზებულა, რა უფლებით ერევა ჩემს საქმეშიო, ეგ ნაგავი. რეალის ფანია და ყველანაირად ცდილობს, მოასპოს რაფა. იცის რო 100 კი არა 200%-ით იხარჯება და უნდა სულ მოუღოს ბოლო.
Ახლა რო რაფინიას ტრამვა ქონდეს ნაღდად ხო უნდა დაა#ვა ანჩელოტის აწეულ წარბზე. Ავსტრალიასთან ამხანაგური თამაშში ათამაშე შე კეთილ ძაღლო მეორე მესამე შემადგენლობა.
ანჩელოტიმ კარგადაა რაფინიაო.იმედია კარგადაა მართლა
გილოცავ