workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იდეოლოგიური გამარჯვება

იდეოლოგიური გამარჯვება

ცხოვრებაში ყველაფერი ფარდობითია, მათ შორის დროც. ჩვეულებრივ, ადამიანები დროის ათვლას ისე აწარმოებენ, როგორც ეს ისტორიულად არის განსაზღვრული, ყოფენ რა წამებად, წუთებად, საათებად, დღეებად, კვირეებად, თვეებად და წლებად. თუმცა, იმავე ადამიანებს თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, დროის ათვლის საკუთარი მეთოდების შექმნა უყვართ და ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ თითოეულ მათგანს აქვს მიზეზები, სურვილები და შესაძლებლობები იმის კეთებისა, რაც მას სურს. და სწორედ ამიტომ ბევრი ჩვენთაგანი დროის ათვლის საკუთარი კანონებით ცხოვრობს.

ამასთანავე, არსებობს ადამიანების ფართო წრე, რომლებიც დროს არა წლებით ზომავენ, არამედ სეზონებით. ისინი შობას მაშინ ზეიმობენ, როდესაც ჩემპიონთა ლიგა ზამთრის არდადეგებზე გადის, ხოლო 1 იანვარი მათთვის მაშინ მოდის, როცა ახალი შეჯიბრებები იწყება.

ბევრისთვის, ისტორია ოთხწლიან პერიოდებად იყო, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატებს უკავშირდება. ეს ადამიანები ბარში გოგოს თუ გაიცნობენ და ის ეტყვის, რომ 1981 წელსაა დაბადებული, ავტომატურად გამოითვლიან, რომ უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კემპესმა არგენტინას მსოფლიო თასი მოაგებინა, რადგან ეს გოგონა 1982 წლის მუნდიალამდე ერთი წლით ადრე დაიბადა.

მყარი მტკიცებულებები

მუნდიალი საფეხბურთო სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად ითვლება. ეს ერთადერთი ტურნირია, რომელიც ფულადი სახრების მოძრაობითა და ტელემაყურებელთა რაოდენობით, ოლიმპიურ თამაშებს შეიძლება გაუტოლდეს. მსოფლიო გლობალიზაციის ფონზე ზემოხსენებული საფეხბურთო ტურნირი მონსტრს ემსგავსება, რომელიც მუდმივად იზრდება. ფულადი სახსრების რაოდენობით, ახლახანს გამართულმა მუნდიალმა ყველა წინამორბედს გაასწრო. თუმცა, გლობალიზაციის გარდა, სამხრეთ აფრიკაში გამართულმა ტურნირმა ცალკეული საფეხბურთო გუნდების ფასეულობების გადახედვა გამოიწვია, კერძოდ “ბარსელონასი”. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე არცერთ კლუბს არ მოუპოვებია ამხელა პოპულარობა. 1930 წლის მუნდიალის შემდეგ, პირველად მოხდა ისე, რომ ყველა გოლი ერთი გუნდის ფეხბურთელებმა შეაგდეს. დავიდ ვილიამ, ბლაუგრანასთან კონტრაქტი მაისში გააფორმა და შესაბამისად, მუნდიალზე უკვე კატალონიური კლუბის ფეხბურთელის რანგში წარსდგა.

“ბარსელონელებზე” უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბაიერნის” ფეხბურთელებს ჰქონდათ, მაგრამ მიუნხენელები მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდნენ, ხოლო კატალონიელები ჩემპიონები გახდნენ. ესპანეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ლა მასიას აღზრდილები არიან. ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრაში ფურია როხას რიგებში შვიდი “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო: პიკე, პუიოლი, ბუსკეტსი, ხავი ინიესტა, პედრო, ვილია, რაც მთელი გუნდის 63%-ია.

დურბანის მატჩამდე, გერმანიამდე, ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ბლაუგრანას ექვსი ფეხბურთელი ბურთაობდა, მაგრამ ბოლო მატჩებში, თვალშისაცემი პროგრესის წყალობით, პედრომ შემადგენლობიდან ტორესი, სილვა და ნავასი ამოაგდო. უფრო მეტიც, ფეხბურთელთა ვისენტე დელ ბოსკესეული განლაგება ბევრ კითხვას სცემს პასუხს: ორი მცველი, ორი ნახევარმცველი, რომელთაგან ერთ-ერთი კაპიტანია და სამი თავდმსხმელი. მხოლოდ მეკარე (კასილიასი), ორი მცველი (რამოსი და კატალონიელი კაპდევილა) და ერთი ნახევარმცველი (ხაბი ალონსო) არ იყვნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები. ბლაუგრანელთაგან მხოლოდ დავიდ ვილია არ ვარჯიშობდა ლა მასიაში.

სამხრეთ აფრიკის მუნდიალმა კატალონიელი გულშემატკივრების მოსაზრება განამტკიცა, რომლის თანახმადაც მათ გუნდს აგრესიული და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში და გამარჯვებების მოპოვება შეუძლია. ეს ფილოსოფია უკვე შავ კონტინენტზეც იხილეს. გადამწყვეტი გოლი იმ ადამიანმა გაიტანა, რომელსაც ლურჯ-შინდისფერთა სკოლა აქვს გავლილი, ხოლო ასისტენტობა ფაბრეგასმა გაუწია, რომლის მხარდამხარაც “ნოუ კამპზე” ვარჯიშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფურია როხა იმ ტაქტიკური სქემით არ თამაშობდა, რომელსაც გვარდიოლა იყენებს ხოლმე (დელ ბოსკემ შემტევ ტაქტიკას ორი საყრდენით, ბუსკეტსითა და ხაბი ალონსოთი თამაში ამჯობინა), ჩემპიონების მიერ მიღებული მილოცვები, პირველ რიგში ბლაუგრანას ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ იმ მცირე რაოდენობის ნაკრებთაგან, რომლებიც ბლაუგრანას ტაქტიკის გამოყენებას ცდილობდნენ, მარადონას არგენტინა იყო. იმ განსხვავებით, რომ მესი მეტოქე გუნდის დაცვის ზღუდეებთან ხშირად ეულად რჩებოდა. მოედნის ცენტრში, სადაც სათამაშო უპირატესობა იქმნება, შეტევებს ეყრება საფუძველი და პრესინგს მიმართავენ, რათა მატჩის ბედი მხოლოდ მცველების ხელში არ იყოს, მესი მხარდაჭერას ვერ პოულობდა, რაც”კამპ ნოუზე” ხავის ინიესტასა და ბუსკეტსის სახით ექნებოდა.

ფეხბურთში განწყობის გარდა, კლასიც უნდა გაგაჩნდეს. “ბარსას ეს ყველაფერი აქვს და ესპანეთმა მუნდიალი იმის წყალობით მოიგო, რომ ფინალში ძირითად შემადგენლობაში ბლაუგრანას ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობა ჰყავდა.

ფეხბურთი კვლავაც რჩება სპორტის სუბიექტურ სახეობად, რომელშიც საერთო აზრამდე მისვლა ძალიან რთულია, რადგან რამდენი ადამიანიც უყურებს მატჩს, იმდენი შეფასება არსებობს. ამასთანავე, ყველაზე გავრცელებული აზრი, ასეთი თუ არსებობს, კვლავ და კვლავ ყალიბდება ყოველ ოთხ წელიწადში, ყოველ შემთხვევაში, რაც თავი მახსოვს ასეა. და იმ გულშემატკივრების იმედგაცრუებას იწვევს, რომლებიც ამ შეჯიბრებას წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით აფასებენ. როდესაც სტაჟიანი გულშემატკივრები მოგონებებში გადაეშვებიან ხოლმე, მაშინვე 1970 წლის მუნდიალი ამოუტივტივდებათ თავში. წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი აკრიტიკებდა ფეხბურთის ხარისხს.

თუმცა, ერთ საკითხთან დაკავშირებით ყველა კონსესუსამდე მივიდა: ესპანელებმა მუნდიალი დამსახურებულა მოიგეს, რადგან ეს ნაკრები ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელიც სათამაშო ესთეტიკას გამარჯვებისადმი მისწაფებას უხამებს.

1970 წლის მუნდიალის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი თვლის, რომ დღევანდელი ფურია როხა მაშინდელ სელესაოს ყველაზე მეტად ჰგავს, რადგან გუნდის ბირთვს “ბარსას” ფეხბურთელები შეადგენენ, “ბარსა” კი დღეს უნიკალური გუნდია, რომელიც არცერთ დანარჩენ კოლექტივს არ ჰგავს. კერძოდ, ასეთი მოსაზრება ტოსტაომ გამოთქვა.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ყოველდღიური გაზეთის, “ფოლა დე სან პაულუს” ჟურნალისტია, აღიარებს, რომ “ბარსელონას” თამაშის ყურება სიამოვნებას ანიჭებს, რადგან ერთი შეხებით თამაში, ტექნიკა და შემტევი ფეხბურთი, ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებთანაა შეხამებული, როგორებიც ბრწყინვალე დაცვა და გუნდური თამაშია.

სამხრეთ აფრიკის მუნდიალი ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც “ბარსელონას” ჩემპიონატი. ისტორიულად ისე აეწყო, რომ ბლაუგრანას რთული ურთიერთობა ჰქონდა ამ ტურნირთან. 2010 წლის მუნდიალამდე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მხოლოდ ოთხ “ბარსელონელს” ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბრაზილიელები რომარიო და რივალდო ჩემპიონები გახდნენ, ჰოლანდიელები ნესკენსი და კრუიფი კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

და აი დღეს, ერთბაშად შვიდი კულე არამარტო მონაწილეობდა ფინალურ მატჩში, არამედ გაიმარჯვეს კიდეც. ვიქტორ ვალდესს, ბლაუგრანას მერვე ფეხბურთელს, მუნდიალზე ერთი წუთიც არ უბურთავია, მაგრამ ოქროს მედალი მასაც ერგო. ჯილდოები ფაბრეგასსა და რეინასაც შეხვდათ, რომლებიც ლა მასიას აღზრდილები არიან, მაგრამ დღეს ნისლიან ალბიონზე ბურთაობენ.

2010 წლის მუნდიალი აფრიკის კონტინენტისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად იქცა, რადგან მან სპორტის სამყაროში ფეხბურთის განვითარებას შეუწყო ხელი. ეს თამაში ინგლისში იშვა, მაგრამ მთელს მსოფლიოში გავრცელდა, რადგან მისი წესები მარტივი და საინტერესოა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს წესები არანაირ კულტურულ ბარიერებს არ ქმნის.

ადგილობრივიდან გლობალურზე გადასვლა: “ბარსას” სტილი იმ სტილად ტრანსფორმირდა, რომლითაც 2010 წელს მსოფლიო თასი იქნა მოგებული. ტურნირი, სადაც ცალკეულ გუნდს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, იმ მიზეზით, რომ ეროვნული გუნდი არ არის. მუნდიალის მსგავსად, “ბარსელონაც” განაგრძობს განვითარებას, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, ბლაუგრანა მხოლოდ ქებას იმსახურებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში