workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალს მხარს სამუელ ეტო’ოც უჭერს

ლამინ იამალს მხარს სამუელ ეტო’ოც უჭერს

bolt მოკლედ
სამუელ ეტოომ ლამინ იამალს მხარდაჭერა გამოუცხადა და მას "ჩვენი გულების ოქროს ბურთი" უწოდა. კამერუნელი ლეგენდის ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუც გამოეხმაურა.

ლამინ იამალის “ოქროს ბურთის” კანდიდატურას მხარდამჭერები კვლავ ემატება. ამჯერად საკუთარი პოზიცია “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით დააფიქსირა. კამერუნელმა აღნიშნა, რომ “ბლაუგრანას” ათიანი “ჩვენი გულების ოქროს ბურთია” და ხაზი გაუსვა, რომ მან ეს ჯილდო 26 ოქტომბერს ლონდონში აუცილებლად უნდა მიიღოს.

“გენიოსი, გაბედული, ნიჭიერი… წარმატებებს გისურვებ ‘ოქროს ბურთისთვის’ ბრძოლაში. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ვერდიქტი, ერთი რამ უკვე უდავოა: ისევე როგორც უსმანი, შენ უკვე ხარ ჩვენი გულების ‘ოქროს ბურთი’. გააგრძელე ჩვენი ოცნებების ახდენა”, – დაწერა ეტოომ და თან გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან ლამინ იამალის ფოტო დაურთო.

ეტოოს პუბლიკაციას “ბარსელონას” სპორტული დირექტორი და კამერუნელის ახლო მეგობარი დეკუც გამოეხმაურა – ტაშითა და გულებიანი ემოჯებით.

“ოქროს ბურთის” გამოკითხვა ორშაბათს, 28 სექტემბერს იხურება. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემისას მხოლოდ გასული სეზონის სტარტიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე მიღწეული შედეგები ითვლება. წინა სეზონში დაკავებული მეორე ადგილის შემდეგ, ლამინ იამალი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 სექ 2026, 18:03

    ეტოოს აზრს რა მნიშვნელობა აქვს, კენჭისყრაში მხოლოდ სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ.

    • mari
      mari კულე
      schedule 28 სექ 2026, 16:26

      რომელი სპორტული ჟურნალისტები? ფლორენტინო ბაბუას რომ ჰყავს “ჯიბეში” და “მის გადაგდებულ ხურდასაც” რომ კრიფავენ ??????? 🤔🤔🤔