workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნი დანი ოლმოს ტრანსფერით ინტერესდება

ბაიერნი დანი ოლმოს ტრანსფერით ინტერესდება

bolt მოკლედ
Sky Sports-ის ცნობით, გერმანული გრანდი "ბარსელონას" 28 წლის შემტევ ნახევარმცველს მაიკლ ოლისეს ან ჯამალ მუსიალას შესაძლო წასვლის ალტერნატივად განიხილავს, თუმცა კატალონიელები მის გაშვებას არ აპირებენ.

მიუნხენის “ბაიერნი” დანი ოლმოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება – იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს მაიკლ ოლისე ან ჯამალ მუსიალა დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Sky Sports ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემტევი ხაზიდან ვინმეს წასვლის შემთხვევაში, გერმანულ გიგანტს “ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველის სახელი სიაში მოწინავე ადგილზე აქვს შეტანილი.

მიუნხენელთა ინტერესი ოლმოს მიმართ ახალი არ არის: ისინი ფეხბურთელს ჯერ კიდევ ზაგრების “დინამოში”, შემდეგ კი “ლაიფციგში” გამოსვლის პერიოდიდან აკვირდებოდნენ, სადაც ესპანელს “ბაიერნის” წინააღმდეგ გამორჩეული მატჩები ჰქონდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა მისი ჰეთ-თრიკი 2023 წლის გერმანიის სუპერ თასის ფინალში. ბავარიელები მის დამატებას 2024 წლის ზაფხულშიც ცდილობდნენ, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა არჩევანი “ბარსელონას” სასარგებლოდ გააკეთა და მშობლიურ კლუბში დაბრუნების ოცნება აისრულა.

ახლა კი “ბაიერნმა” ინტერესი განაახლა. ოლმოს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონ ევროს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, პოტენციური ტრანსფერის ფასი შესაძლოა დაახლოებით 70 მილიონი ევრო იყოს – მხოლოდ 10 მილიონით მეტი, ვიდრე “ბარსამ” ორი წლის წინ გადაიხადა, რაც დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე არსებული თანხების ფონზე საკმაოდ დაბალ ფასად ჩანს.

ამ ცნობების მიუხედავად, “ბარსელონაში” ოლმოს გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევენ და მის გაყიდვას საერთოდ არ განიხილავენ. ფერმინ ლოპესთან არსებულ კონკურენციას შესანიშნავი შედეგი მოაქვს, კატალონიურ კლუბში კი ტერასელის თამაშით აღფრთოვანებულები არიან, მით უმეტეს, რომ მას ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია და გუნდის შეტევას მრავალფეროვნებას მატებს.

ვნახოთ, გადადგამს თუ არა “ბაიერნი” რეალურ ნაბიჯებს დანი ოლმოს დასამატებლად, რომელიც უახლოეს დღეებში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის შეხვედრებზე იქნება კონცენტრირებული. მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ ის სანაკრებო დონეზე ბრწყინვალე თამაშის გაგრძელებას კვლავ შეეცდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 25 სექ 2026, 10:33
    #1

    დედითქვენისა არ გინდათ? ზე კლასია ტიპი. დიდ თამაშებში ოლმო ფერმინს მირჩევნია. ბურთი უკეთესად უჭირავს, უფრო ჭკვიანიცაა და ვიწრო სივრცეებში ხო ინისეტაა. ფერმინი უფრო აგრესიულია და უფრო მიმწოლია.