რაფინიას მიერ მიმდინარე სეზონის დაწყებას ანალოგი არ მოეძებნება. “სევილიასთან” გასვლით დაპირისპირებაში ბრაზილიელმა შემტევმა “იდეალური ჰეთ-თრიკი” (გოლი მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხით და თვით) შეასრულა. “ბარსელონას” მე-11 ნომრის ანგარიშზე ყველა ტურნირზე უკვე 14 გოლია, აქედან 12 კი ლა ლიგაზე მოდის. ეს უბრალოდ გამორჩეული ციფრებია – ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაწევას ფეხბურთელმა ფანტასტიკურად აუღო ალღო.
გარემარბიდან რეკორდსმენ ფორვარდამდე
ბრაზილიელი მისთვის უჩვეულო, ცხრიანის პოზიციაზე თამაშობს და თავის ფუნქციებს იმაზე უკეთ ასრულებს, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. თამაშში თითქმის ორი გატანილი ბურთის საშუალო მაჩვენებელი სრულად ამართლებს ჰანსი ფლიკის გადაწყვეტილებას, რომ შეტევის წინა ხაზი სწორედ მას ჩააბარა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ რაფინიამ “ბარსელონას” ისტორიაში რვა მატჩის შემდეგ საუკეთესო საგოლე სტარტის ახალი რეკორდი დაამყარა: მან გადაასწრო ლეგენდარულ სესარ როდრიგესს, რომელსაც 1948/49 წლების სეზონში საწყის რვა თამაშში 13 ბურთი ჰქონდა გატანილი.
ამასთან, ლა ლიგის პირველ შვიდ ტურში გატანილი 12 გოლით რაფინიამ ტურნირის ისტორიაში მესამე საუკეთესო სტარტი დააფიქსირა. მსგავს მონაკვეთში მასზე მეტი გოლი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი: ეჩევარიას “ოვიედოს” შემადგენლობაში 1943/44 წლების სეზონში (14 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუს 2014/15 წლების სეზონში (13 გოლი).
მესისა და ლუის სუარესის გვერდით
ბრაზილიელმა ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა ჰეთ-თრიკი – ჯერ “რასინგ სანტანდერთან” (7-2), შემდეგ კი “სევილიასთან” (3-1). ლა ლიგაში ასეთი რამ 2017/18 წლების სეზონის შემდეგ აღარ მომხდარა, როდესაც ეს ანტუან გრიზმანმა შეძლო. რაც შეეხება უშუალოდ “ბლაუგრანას”, კლუბის ისტორიაში ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ-თრიკი აქამდე მხოლოდ ორ მოთამაშეს ჰქონდა შესრულებული – ლიონელ მესის (სამჯერ) და ლუის სუარესს.
აღსანიშნავია ისიც, რომ “სევილიასთან” რაფინიამ ე.წ. “იდეალური ჰეთ-თრიკი” შეასრულა: პირველი გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, მეორე – თავით, ხოლო მესამე – მარცხენა ფეხით. “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის მსგავსი რამ ბოლოს 2015 წლის 2 მაისს ლუის სუარესმა შეძლო.
რაფაელ დიას ბელოლიმ, იგივე რაფინიამ, სეზონი საუკეთესო შესაძლო ფორმით დაიწყო. ის მთავარი ფიგურაა იმ ისტორიულ მიღწევაში, რომლის წყალობითაც “ბარსელონამ” თავის ისტორიაში პირველად მოიგო სეზონის საწყისი რვავე შეხვედრა და სანაკრებო პაუზაზე ერთპიროვნული, მყარი ლიდერის სტატუსით გადის.
🤬 “რა სირცხვილია! ორი წითელი ბარათი, ორი! ბო**შვილო!”
🎙️ ბელინგემი მსაჯს მატჩის შემდეგ.
და მახსოვს ლევანამ ცხვირზე რო მიიტანა ხელი 3-4 თამაშით დასაჯეს😃
არადა ბელინგემი მართალი იყო, ნაღდად 2 კაცი იყო გასაგდები ატლეტიკოდან. ასეა თუ ისე ჩვენთვის კარგია, სეზონის სტარტზევე + 6 ქულა გვაქვს
ერთი რაფინია მოგვცა დაცვაში კაცი შვილი ვერ გაგვაჩერებდა ლიგაზე😂😂❤️❤️
რო დაბერდება მანდაც დააყენებენ ფლანგზე და გვეშველება ალბათ 😂
100%😂 ჩაგეთვალა