workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი: გოლები სწრაფად გაგვაქვს და ეს რიტმი უნდა შევინარჩუნოთ

გავი: გოლები სწრაფად გაგვაქვს და ეს რიტმი უნდა შევინარჩუნოთ

პაბლო პაეს გავირამ, იგივე გავიმ, სანტანდერის “რასინგთან” მატჩის (7-2) ბოლო მონაკვეთი “სპოტიფაი კამპ ნოუს” მინდორზე გაატარა. შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ნახევარმცველმა “ბარსელონას” გასახდელის განწყობა და მიმდინარე რიტმის შენარჩუნების აუცილებლობა შეაფასა:

“სიმართლე ისაა, რომ ძალიან კარგად ვართ. აქამდე გაწეული შრომით ძალიან კმაყოფილები ვართ, თუმცა სეზონი ძალიან გრძელია და ეს ტემპი უნდა გავაგრძელოთ. მთავარი ამ რიტმის შენარჩუნებაა. ვფიქრობ, წელს მატჩების დაწყების კომპონენტში ძალიან მოვუმატეთ: გოლები ძალიან სწრაფად გაგვაქვს, ხოლო მომენტები როცა გვაქვს – ორი იქნება თუ სამი – ბადეში მიდის. ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან წინ ხანგრძლივი სეზონია და რაც მეტ გოლს გავიტანთ, მით უკეთესი.”

სეზონის სტარტზე მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა განვლილ რთულ პერიოდზეც გულწრფელად ისაუბრა:

“ეს წლები ჩემთვის ურთულესი იყო, რაც ყველამ იცის, რადგან ძალიან მძიმე ტრავმები გადავიტანე. ყველა როდი ბრუნდება ამ დონეზე სათამაშოდ, როგორც მე დავბრუნდი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მუხლის ტრავმების შემდეგ დაბრუნება წარმოუდგენლად რთულია. მწვრთნელთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლებში მძიმე დაზიანებები მქონდა, მნიშვნელოვან შეხვედრებში ვითამაშე, მათ შორის შეცვლაზე გაძლიერების მიზნით შემოსვლითაც.”

აკადემიის აღზრდილმა კმაყოფილება გამოხატა იმით, რომ გუნდის წარმატებაში თავისი წვლილის შეტანას კვლავ ახერხებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 17 სექ 2026, 15:00
    #2

    ასეთ პიჭუ პაჭუ გუნდებთან სულ, რომ საჯარიმოსთან აწიოს დაცვა ფლიკმა მაინც 4-5 გოლს გავუტანთ და მაგათი ერთი ან ორი გოლი არაფერს შეცვლის მაგრამ იმედია ასე თამაშს არ აპირებენ დიდ გუნდებთანაც თორემ მწარედ დავისჯებით

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 17 სექ 2026, 15:22
      #3

      მეც ეგრე ვფიქრობ… ოქტომბერში რა გველოდება ღმერთმა უწყის, მაგარი სანერვიულო თვე გველოდება და მერე პლეიოფებში ხო საერთოდ

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 17 სექ 2026, 14:55
    #1

    კი გოლი სწრაფად გაგვაქვს და სწრაფადაც ვუშვებთ, თუ არ ვუშვებთ შჩესნი შემოდის და მაინც ვუშვებთ. თუ შჩესნი არ არის კუნდე გვყავს და საერთოდ ეს რა წესი შემოიღეს ამათ? საკუთარ საჯარიმოში მცველები რას ფინტაობენ? სად ნახეს ესეთი სისულელეები, წინაზეც ვთქვი ტექნიკური მცველი მწვრთნელის თავის ტკივილიაო, ჩვენ ალბათ ამ კომპონენტშიც ვლიდერობთ. რასაც მე მეტოქის წახალისება ჰქვია.