სანტანდერის “რასინგთან” გამართულ შეხვედრაში (7-2) “ბარსელონას” გოლების წვიმა ჟოაუ კანსელუმ საჯარიმოს გარედან შესრულებული ფენომენალური გასროლით გახსნა. მატჩის დასრულების შემდეგ თავად პორტუგალიელმა აღიარა, რომ ეს მის კარიერაში ულამაზესი ბურთი გახლდათ:
“ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლი იყო. კიდევ უფრო განსაკუთრებული კი ისაა, რომ ეს სწორედ ამ კლუბში მოხდა. წინა სეზონის დასაწყისიდანვე აქ გადმოსვლა მინდოდა. სასტარტო შემადგენლობაში თამაშის ბევრი შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ყოველთვის თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, რათა საჭირო მომენტში გუნდს დავხმარებოდი. მეტი თავდაჯერების მოსაპოვებლად ეს გოლი ძალიან მჭირდებოდა და ეს შევძელი. ცოტა იღბალიც აუცილებელია, თუმცა მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვა.”
პორტუგალიელმა მცველმა სეზონის სტარტზე “ბარსელონას” ბრწყინვალე ფორმის გასაღებიც დაასახელა:
“ყველა ფეხბურთელი ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია, სათამაშოდ მზად ვართ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში კონკურენციაა – ეს ჯანსაღი პროცესია. ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს: წელს აბსოლუტურად ყველა ტიტული მოვიგოთ. შესაძლოა ეს გამოვიდეს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.”
გარსიას ტრამვაზე არაფერია სიახლე?
დღეს ჩაუტარდებაო გამოკვლევებიო და ზუსტი პასუხი ალბათ ხვალ იქნება თურამედა აუხილებლად ლივაკოვიჩი უნდა დადგეს შესნის მტერი ენდო😀
შესნი მეორე მეკარეაო ფლიკმა 🙃🙃🙃 რიღასთვის ახეხინებენ სკამს ლივაკოვიჩს გაენათხოვრებინათ მაინც… შესნი გაუშვებს თითო შეხვედრაში 10 ბურთს და წაგვიგია ყველა გადამწყვეტი მატჩი და ეგაა
რაღას იყიდეს ლივაკოვიჩი
დაეტოვებინათ სადაც იყო
ბომბია შესნი კარში
თან ამ დაცვის ფონზე
არვიცი რაა, ხანდახან სერიოზულად მაოცებს ფლიკი. რაღა დროის შესნია, კაცი გასართობადაა მისული, გართობაში ხელფასს იღებს. ასეთი მნიშვნელობის მატჩები რომ მოდის რატო უნდა გაწირო გუნდი შესნის დაყენებით. ამ გარსიამაც რა კარგ დროს იცის ხოლმე დამტვრევა
მოწეული გამოვიდა?
დაცვას მოუმატე დაცვას და ყველა ტიტულს აუცილებლად მოვიგებთ წელს პროცესი, რომლითაც ყველა ტოტულს მოვიგებთ მესამე სეზონია მიმდინარეობს და შრომა
აუცილებლად ფასდება ასეა ეს …ვისაც არ ეზარება და ირჯება ყველას მწვერვალი გარანტირებული აქ