workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ობსესია კარგია

ლამინ იამალი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ობსესია კარგია

bolt მოკლედ
ლამინ იამალმა Universo Valdano-ს ახალ ანონსში ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციაზე ისაუბრა. 19 წლის შემტევის განცხადებით, ევროპის უმთავრესი ტიტულის მოგებაზე ობსესიური ფიქრი დადებითი მოვლენაა და "ბარსელონას" მხრიდან ამ მიზანზე უარის თქმა სიმხდალე იქნებოდა.

Movistar+-ის გადაცემა Universo Valdano-ს ახალ ანონსში ლამინ იამალმა “ბარსელონას” მთავარ ევროპულ ამბიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გამუდმებული კონცენტრაცია გუნდისთვის აუცილებელია:

“ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ობსესია კარგია – ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი სიმხდალე იქნებოდა იმის არგაფიქრება, რომ წელს ამ ტიტულისთვის ბოლომდე არ ვიბრძოლებთ.”

“ბარსელონას” შემტევი მიიჩნევს, რომ გასახდელში ევროტურნირზე ასეთი განწყობა მხოლოდ დადებითად მოქმედებს:

“ამას როგორც კარგ მოვლენას, ისე აღვიქვამ. მახარებს, როდესაც ხალხი გასახდელში შემოდის და ფიქრობს, რომ ჩვენ ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია. თუმცა ერთი ნიუანსია: პრობლემა ის იქნებოდა, ვინმე გამოსულიყო და ეთქვა, რომ აუცილებლად, ასი პროცენტით მოვიგებთ, რადგან წინასწარ ამას ვერასდროს გაიგებ.”

ახალგაზრდა ვარსკვლავმა კატალონიური კლუბის ისტორიულ სტატუსსაც გაუსვა ხაზი:

“მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ობსესია კარგია. საბოლოო ჯამში, ჩვენ ‘ბარსელონა’ ვართ, ‘ბარსელონას’ კი ისტორიაში საუკეთესო გუნდობის მომენტები ჰქონია და ჩემპიონთა ლიგები მოუგია. ამის მისაღწევად შემადგენლობა გვყავს და ჩვენი მხრიდან უბრალოდ სიმხდალე იქნებოდა იმის არდაშვება, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ.”

ამბიციურმა ფორვარდმა დასძინა, რომ ევროპაზე ფოკუსირება სხვა ტურნირების უგულებელყოფას არ ნიშნავს:

“რა თქმა უნდა, ლა ლიგის მოსაგებადაც ვიბრძოლებთ. ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ როგორც ლა ლიგა, ისე ჩემპიონთა ლიგა. მთავარია, ვიყოთ ერთი გუნდი და იმ რთულ ოც წუთში ერთად დავდგეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი