Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუს გარდა, როდრიმ მოკლე პერსონალურ ტესტშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც თავისი პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები გააზიარა. 30 წლის ნახევარმცველმა ხაზი გაუსვა ბავშვებსა და ახალ თაობებზე ზრუნვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მანჩესტერში ყოფნისას საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობდა, რათა ახალგაზრდებისთვის სწორი გზის პოვნაში დახმარება გაეწია.
როდრის ბლიც-ინტერვიუ
- საფეხბურთო ეტალონი: სერხიო ბუსკეტსი.
- ყველაზე რთული მეტოქე მოედანზე: იურგენ კლოპის “ლივერპული”.
- საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც უმუშავია: პეპ გვარდიოლა.
- მეტოქე გუნდის მოთამაშე, რომელიც შენი მეგობარია: დანი ვივიანი.
- სიმღერა, რომლის მოსმენაც არასდროს გბეზრდება: El Canto del Loco – Volverá.
- ადგილი, სადაც ყოველთვის სიამოვნებით დაბრუნდებოდი: მანჩესტერი.
- შენი უდიდესი ნაკლი და უდიდესი ღირსება: ნაკლი – ზედმეტად ფეთქებადი ხასიათი მაქვს; ღირსება – ყოველთვის მზად ვარ სხვას მოვუსმინო და განვვითარდე.
- როგორ იტვირთები მატჩის შემდეგ? დროს ოჯახთან, ჩემს შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ… და ჩემს ჩატარებულ მატჩს თავიდან ვუყურებ (იცინის).
- რა ნიჭი გაქვს ფეხბურთის მიღმა, რაც ცოტამ თუ იცის? ტრაბახში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ზოგადად სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ძლიერი ვარ: პადელი, კალათბურთი, პინგ-პონგი, ჩოგბურთი…
- რა იწვევს შენში ყველაზე დიდ ბრაზს? უსამართლობა.
- როგორი სათაურის წაკითხვა გესიამოვნებოდა საკუთარ თავზე ერთ მშვენიერ დღეს? არ ვიცი, რამდენად გამოდგება სათაურად, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები და ახალი თაობა. მათთვის ღირებული რამეების გადაცემა ჩემი მიზანია. მანჩესტერშიც ბავშვთა საქველმოქმედო ფონდთან ვთანამშრომლობდი.
- ისტორიიდან ნებისმიერ ფიგურასთან ვახშამი რომ შეგეძლოს, ვის აირჩევდი? ზინედინ ზიდანს.
- პირადი ოცნება, რომელიც ჯერ არ აგისრულებია: მამობა.
მერე ბავშვის გაკეთებაზე ადვილი რა არის, ერთი სიამოვნებაა.
😂😂😂
სახელის შეცვლა მინდა და როგორ შევიცვლი?😅