გავლენიანი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა, უახლოეს კვირებში რაფინიას წარმომადგენლებთან ახალ ხელშეკრულებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს.
ბრაზილიელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კატალონიელთა ხელმძღვანელობას სურს, მისი ფენომენალური თამაში და ლიდერული თვისებები ახალი, გაუმჯობესებული და უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებით დააფასოს. აღნიშნული გეგმა კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმაც დაადასტურა.
რომანოს ცნობით, მიუხედავად მედიაში გავრცელებული ხმებისა, რაფინია საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოს არასდროს ყოფილა. “ბარსელონასთვის” ბრაზილიელი კაპიტანი ხელშეუხებელი ფიგურაა და მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე დიალოგს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამართავენ.
მიმდინარე სეზონში რაფინია გამაოგნებელ ფორმაშია – ხუთ შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე რვა გოლია, რითაც ჰანსი ფლიკის შემტევი ხაზის მთავარ მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა.
რაფასთან ბოდიში მის წასვლაზე რომ საერთოდ ხმა ამოვიღე, პროსტა ტრავმიანობის ამბავია თორე ასეთს მეორეს დღეს სად ვნახავთ?!
რა ალვარესი? რის ალვარესი?
ბრილიანტი სახლში გვყოლია და 150მ ფულად აღარ მიგვაჩნია თუ რატო ვყრით ვერ გამიგია..
ისე ბოლოს დეკუს რომ კითხეს ალვარესზე რაღაცა ისე უპასუხა რომ მემგონია მართლა ჩაეხსნებიან მაგ ამბავს და ძალიანაც კარგი.
მთავარია ტრავმებს მიეხედოს და ბარეორ სტრაიკერზე უკეთესია ეს შობელძაღლი😂😂
2-3 წელი კიდევ გაქაჩავს მაღალ დონეზე თამაშს.
👏👏👏