workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი “ვალენსიას” ხელმძღვანელობს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი “ვალენსიას” ხელმძღვანელობს

ხუან ანტონიო პიცი ესპანური “ვალენსიის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, იტყობინება კლუბის საიტი.

გარიგების დეტალები არ ხმაურდება. “ვალენსიის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 45 წლის პიციმ მიროსლავ ჯუკიჩი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

17 ტურის შემდეგ “ვალენსია” ესპანეთის ჩემპიონატში 20 ქულით 10-13 ადგილს იკავებს.

საფეხბურთო კარიერის უკანასკნელ წლებში, პიცი, ასევე თამაშობდა “ვალენსიაში” და “ბარსელონაში”. ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 22 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 8 გოლი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში