“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ 2025/26 წლების სეზონის წლიური ზოგადი ფინანსური ანგარიში წარადგინა, სადაც კლუბმა ზედიზედ მესამე სეზონია დადებითი საოპერაციო შედეგი დააფიქსირა და ფინანსური სტაბილურობის მიზანს სრულად მიაღწია.
გასული სეზონი განსაკუთრებით რთული იყო საოპერაციო და სტადიონის ტევადობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თუმცა, ამის მიუხედავად, კლუბმა შემოსავლების ისტორიულ რეკორდს მიაღწია და არსებობის ისტორიაში პირველად 1-მილიარდიანი (ევრო) ზღვარი გადალახა.
სტადიონის ეფექტი და გეგმის შესრულება
შემოსავლების ეს რეკორდული ზრდა ძირითადად სტადიონის ექსპლუატაციიდან მიღებულმა თანხებმა განაპირობა – მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში გუნდს გარკვეული შეხვედრების ჩატარება “ესტადი იოჰან კრუიფსა” და “ესტადი ოლიმპიკზე” მოუწია, ხოლო “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ ტევადობა გარკვეული პერიოდი 42 000 მაყურებლით იყო შეზღუდული.
ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ ფისკალური წლის საწყისი ბიუჯეტი სეზონის თავიდანვე სტადიონზე დაწყებასა და 60 000-იან ტევადობას ითვალისწინებდა. მიუხედავად ობიექტური შეზღუდვებისა, ბიუჯეტით დასახული მიზანი ფაქტობრივად სრულად შესრულდა, რაც ნათლად ადასტურებს “სპოტიფაი კამპ ნოუს” უდიდეს კომერციულ პოტენციალს მას შემდეგ, რაც არენა სრული დატვირთვით ამოქმედდება.
სპონსორები და BLM-ის რეკორდული გაყიდვები
ისტორიულ შემოსავალში გადამწყვეტი როლი სხვა ფაქტორებმაც ითამაშა:
- სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული შემოსავლების უწყვეტი ზრდა;
- შვილობილი კომპანიის, BLM-ის (Barça Licensing & Merchandising) მეშვეობით კლუბის ოფიციალური პროდუქციის გაყიდვების რეკორდული ბრუნვა.
კლუბის მიერ წარმოდგენილი ციფრები ადასტურებს, რომ მკაცრი ეკონომიისა და ახალი კომერციული სტრატეგიის ფონზე, “ბარსელონა” ეკონომიკურ კრიზისს წარმატებით უმკლავდება და ფინანსურ მდგრადობას სრულად იბრუნებს.
რამდენი მახსოვხართ ვინც წერთ სად ხართ ლაპორტას მაგინებლებიო და თითონ აგინებდით მწარე პირით. რატო აქვს ზოგს მოკლე მეხსიერება და რასაც თითონ აკეთებდა სხვას რო აკრიტიკებს იმაზე 😁 გაგიტყდეთ ცოტა. არ გახადეს ანგელოზი უცებ. ჯერ ვინ რა იცით რა ნიშნულს მიაღწია და მაგისი შეკვეთილი სტატია რო არაა. მერე კიდე ბატსა არასდროს ყოფილა პატარა გუნდი, საიდან მოგავთ ეგ. ყოველთვის უდიდესი ბრენდი იყო და არის. ყოველთვის უდიდესია გუნდის შემოსავალი თუ სტადიონი გაქვს, უაზროდ დიდ ხელფასებს არ იხდი და გყავს გუნდი რომლის სანახავადაც ხალხი დადის. კი სწორად მართა გუნდი და ბართომეუებთან შედარებით პერესია. მარა ეს კამპ ნოუ ვერაფრით ვერ დაამთავრა, ვნახოთ ისევ მონჟუიკზე დაბრუნება რას გვიზამს. ვნახოთ ეტაპობრივად იამალს და სზვა ახალგაზრდა ვარსკვლავებს მადა რო გაეზრდებათ და პაჟ სიტი რო 50 მილიონებს შესთავაზებენ როგორ დაიყოლიებს გაუბერავ ხელფასებზე. ვის მოიყვანს 9 ზე და ასე შემდეგ. წელს ფლიკს რო ბრალდება არ უნდოდა 9 ნი და მცველიო ეგრეც ხო არაა. რა პოზიციებზეც დავსუსტდით მარტო ისინი არ გავაძლიერეთ. ვნახოთ დაიდება თუ არა ლიგა და მერე ადიდეთ
მე ლიჩნად ვიკითხე სად არიანთქო და ლიჩნად შენ არ მიგულისხმიხარ,მარა ახლა რასაც წერ მაგაშიც არ გეთანხმები. ვმახოთო რო იძახი,რაც ნახე ის არ გეყო რო მიმხვდარიყავი ახლა საიმედო ხელში როა გუნდი?რა უნდა ვნახოთ,დროის ამბავია ეს გუნდი ლიგას როდის მოიგებს,მასე აშენებდა გუარდიოლა სიტის ლიგა რო მოეგო. საიდან ამოვედით მაგას არავის შევახსენებ. სტადიონი პაჩტი დასრულებულია და იმიტო გადავდივართ რო სახურავი გაკეთდეს. ერთი მცველი არ მოუყვანიათ თორე ყველა პოზიცია გააძლიერეს. ვაფშე კიდე წლებია ყველაზე დიდი პრობლემა საყრდენია და ეგ მოიხოდა ზუსტად მე რო მკითხოს კაცმა. შეკვეთილია თუ რაც არი ფაქტი ფაქტია და ვერ უარვყოფთ.წელს თუ არა გაისად დაიდება ლიგა. გრანდი იყო ბარსელინა მარა რა მწვერვალზეც ლაპორტამ აიყვანა ისეთი არასდროს ყოფილა. ან რა იყო ვანგაალის დროს და მანამდე ოთხეულში თუ ხვდენოდა გუნდი და ამან ამოათრია. თუ მადა გაეზრდებათ და ფულს გაყვებიან,გასტ***იათ პატრონი,აგერ მოვიყვანთ გორდონივით მაგარ მშრომელ ბიჭს,ბაზარიც დიდია და ლამასიაც ხოდზეა.
ადამიანი რომელსაც მართლა უყვარს ბარსა.ბარსას აღზევება ამ საუკუნის დასაწყისში ჯერ რაიკარდი,მერე გვარდიოლას ეპოქა მთლიანად ამ კაცის დამსახურებაა. ეხლაც ფინანსურად სრულად დაქვეული გუნდი ჩაიბარა და სამ წელიწადში ფეხზე დააყენა. ბრავო👏👏👏❤️
ლაპორტას ვინც აგინებდით დააქცია გუნდიო.უბრალოდ გრცხვენოდეთ.საიდან ამოიყვანა გუნდი.იმენა უფსკრულიდან…თავიდანვე ვთქვი ლაპორტას შეუძლია მარტო ბარსას ჭაობიდან ამოყვანათქო.და ეგეც ნახეთ.სულით და გულით ლატალონიელია ეს კაცი დაიჯერეთ
აი ამიტომა ლაპორტა მაგარი ორჯერ დაქცეული გუნდი ჩაიბარა და ფეხზე დააყენა.რაც გინდა ის დააბრალე მაგრამ მაგაზე მაგარი კულე მაინც არავინა.პატარა გუნდი მონსტრად აქცია✌🏻
ლაპორტა ორივეჯერ ფაქტიურად დაშლილი გუნდი ჩაიბარა და ორჯერვე ამოიყვანა გაჭირვებიდან კლუბი, ჯამში მისი პრეზიდენტობის დროს ბარსამ 18 ტიტული მოიგო (და რამდენი დაკარგეს მსაჯების გამო) მეტი რავი რაღა უნდა ქნას ამ კაცმა. ერთი მესის წასვლა იყო ცუდი და მაგაშიც ბოლომდე ვერ დავადანაშაულებთ დარწმუნებული ვარ ყველაფერი გააკეთა მესის გუნდში დასატოვებლად მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყო კლუბში ვერ შეძლო
ძალიან კარგი, ანუ მთლიანად რო აშენდება 105 ათასზე გათვლილი ტრიბუნები გამოდის თითქმის გაორმაგდება სრული შემოსავალი. და ერთიც გუნდი უნდა ბრწყინავდეს როგორც მადრიდისტები ამბობენ ხოლმე უნდა დაფრინავდნენ. არადა მოგჭამა თავი ცარიელმა ტრიბუნებმა ძალით ხალხს ვერ შეყრი. მაგდენი კი გვესმის და ვხედავთ ქართველები.
რამდენს მოვნიშნავდი აქ რეებსაც წერდნენ 😂😂😂
ბარსამანიას ზოგ სასტავს რომ კითხო ლაპორტამ საქმე არ იცის,არადა გუნდი წუმპეში იყო და ვალებში იხრჩობოდა.
მილანმა მანჩესტერ იუნაიტედმა და იუვენტუსის ფანებმა რაღაუნდა თქვას აბა.😂
ერთი სუფრა არ გვეკუთვნის ბარსამანიას ხალხს?
რაო აბა,არაფერი იცის ხო ლაპორტამ ეკონომიკის. რა გუნდი ააშენა,საიდან. ეკონომიკურად ვიხოდებით და კიდე აგინებენ :დდ
აბა, მოიცა რა ლაპორტაზე და ფლიკზე კარგად აქ საქართველოში იციან რა დაროგორ უნდა აკეთონ 😂😂😂