ლა ლიგის მე-3 ტურში “რაიო ვალეკანოსთან” გასამართი მატჩის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე, ინდივიდუალურ მოთამაშეებსა და სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა.
ლამინ იამალი და შემტევი ხაზი
ფლიკმა ხაზი გაუსვა ლამინ იამალის პროგრესს და მის დატვირთვას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ:
“კარგია, როცა ფეხბურთელი იღიმის, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ იქნება. ლამინმა მუნდიალზე ითამაშა და სამკვირიანი შვებულების შემდეგ დაბრუნდა. ‘ელჩესთან’ მისი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, მაგრამ გუნდისთვის იმუშავა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ‘ატლეტიკის’ წინააღმდეგ მან 90 წუთი ითამაშა და შესანიშნავი იყო მისი კვლავ უმაღლეს დონეზე ხილვა. ვარჯიშებზე ის ბრწყინვალეა. მას მხარი უნდა დავუჭიროთ.”
რაფინიას ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გამწესებაზე მწვრთნელმა აღნიშნა:
“როგორც ‘ცხრიანი’, ის ყოველთვის იწყებს პრესინგს და ეს ძალიან კარგია. ის ჩვენი ლიდერია, მისი დინამიზმით დაწყებული ინტენსივობა კი ფანტასტიკურია, ისევე როგორც გატანის უნარი. მატჩის სხვადასხვა მონაკვეთში ამ პოზიციაზე სათამაშოდ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს.”
ჰამზა აბდელკარიმის სათამაშო დროზე ფლიკმა დასძინა:
“მისნაირ მოთამაშეებს, რომლებიც ამას იმსახურებენ, ყოველთვის ადვილი არ არის შანსი მისცე. მან შესანიშნავი წინასასეზონო ეტაპი ჩაატარა და ვარჯიშებზე ყოველდღიურად უმატებს. იტანს გოლებს, აქვს კარგი დამოკიდებულება და სწორი მენტალიტეტი. ის თამაშს იმსახურებს და გვინდა მივცეთ შანსი, რათა თავისი ხარისხი აჩვენოს.”
ტრანსფერები, როდრი და ალვარო კორტესი
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებსა და ცენტრალური მცველის შესაძლო დამატებაზე გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა:
“სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ამას ვერ შევცვლი. ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით, რისი გაკეთებაა შესაძლებელი და ბოლო დღემდე ვნახავთ. რაც შეეხება ალვარო კორტესს, მან წინ ნაბიჯი გადადგა. მის ასაკში უმაღლეს დონეზე თამაში კარგია, შესაძლოა ბელგიაში, რადგან ასე უფრო განვითარდება. მისთვის სარეზერვო გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენა ვარიანტი არ არის და საუკეთესო სხვა კლუბში წასვლაა.”
როდრისა და ბრიან ფარინიასის შესახებ მწვრთნელმა განმარტა:
“როდრის ამ დღეებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა გაუუმჯობესდა და შესაძლოა სასტარტოშიც იყოს, თუმცა გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. რაც შეეხება ბრიანს, მან წინასასეზონო ეტაპზე გამაოცა. დიდი ტალანტია, საქმისადმი უდიდესი ერთგულება აქვს და რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. ფანტასტიკურია იმის ყურება, თუ როგორ მოუმატა. მის პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და მისთვის ადვილი არ არის, მაგრამ თამაშს იმსახურებს.”
მეკარეები, ფრენკი დე იონგი და ოქროს ბურთი
დომინიკ ლივაკოვიჩის როლზე საუბრისას ფლიკმა ვოიცეხ შჩესნის ფაქტორიც ახსენა:
“ჩვენ ტეკით (შჩესნით) კმაყოფილები ვართ. ძალიან მიხარია კიდევ ერთი გამოცდილი მეკარის ყოლა. ლივაკოვიჩის ტრანსფერი მომავალზე გათვლილი ნაბიჯია.”
ფრენკი დე იონგის ტრავმასა და სათამაშო წუთების გადანაწილებაზე:
“მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, დღიდან დღემდე ვიაროთ. ის ოდნავ უმატებს. წინ ხანგრძლივი სეზონი და ბევრი მატჩია. ფრენკი ფანტასტიკური მოთამაშეა და მიხარია, რომ შემადგენლობაში გვყავს. მუნდიალის შემდეგ ყველა მოთამაშის წუთები უნდა გავაკონტროლოთ. ყველას ენდომება თამაში, მაგრამ გუნდი ნომერ პირველია – არც მე და არც ფეხბურთელები.”
ოქროს ბურთის თემაზე მწვრთნელმა მოკლე პოზიცია დააფიქსირა:
“კამპანიების წარმოება ჩემი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, ჩემს გუნდში ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, თუმცა ამ ჯილდოების დიდი მოყვარული არ ვარ. როდესაც გუნდს წარმატება აქვს, ამ პრიზების მოგების შანსიც იზრდება.”
სატრანსფერო ფანჯრის შეფასებისას კი ფლიკმა კლუბის სპორტული დირექტორი შეაქო:
“შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ზეწოლას არ განვიცდით. დეკუმ ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა. ჩემთვის ყველაფერი რიგზეა. მწვრთნელისთვის ყველაზე მთავარია იმ რესურსით მუშაობა, რაც ხელთ აქვს.”
ბიჭო რეებს წერთ ხალხი აზრზე რო არ ხაართ საერთოდ… ჯესუსი არის უგამოცდილესი უტექნიკურესი ბრაზილიელი ცენტრ ფორვარდიი 29 წლის, რომელიც 10 მილიონად ვიყიდეთ 10 მილიონი 10… უმაგრესია ტორესს 10 თავით ჯობიაა სკამიდან არის უსერიოზულესიი ტიპი და ნახავთ რეებიც შეუძლია ვისაც 2 თამაში არ გაქვთ გადაბმულად ნანაი ამ კაცის <3 <3
ეგრეა კი თუ უტრავმოდ ჩაატარა სეზონი ძაან გამოგვადგება დაჟე რაღაც პერიოდი გიოკერეში სკამზე ყავდა მოსმული
რაფინიას შემცვლელად მოიყვანეს. ამ დონეზე ბოლომდე ვერ გაქაჩავს რაფა და ჯობს ასეთი მოიყვანონ შემცვლელად, გამოცდილი და იაფი, ვიდრე მაგალითად ჟორჟში 70 მილიონი გადაეხადათ. სიღრმე გვჭირდება და სიღრმისთვის კარგია, უბრალოდ მცველი მართლა გვჭირდება, ძალიან ძალიააან გვიჭირს დაცვაში
Ki ro dabrunda tramvidan dasva giokereshi skamze. Ravi vfiqrob gamogvadgeba klasi aq. Me piradad citidan moyolebuli mevaseba
ჟესუსი დაიმატეს დიდი ალბათობით სკამისთვისაა იასნა კლასნი კია უბრალოდ თუ გაქაჩავს ტრავმის გარეშე მთელი სეზონი ეგაა საკითხავი
Gabriel jesusi viyidet 10milionad ravi ra dros moaswres naxevari saatis win araferi ismoda da 5 wutis win fabriciom here we gou
გაბრიელ ჟესუსი გაიფორმა ბარსამ ეხლა არ გამოვშტერდე
Cvetshi dzma shokshi var kaia tu cudi ver vxdebi mara 10milionad ravi mshvenieria chemi azrit
კარგი ნამდვილად არ არის ბოლოს როდის ითამაშა 10 თამაში გადაბმულად არ მახსოვს, 10 მილიონად არაუშვას მარა ზამენის კაცია ძირითადში ვერ დააყენებ.
ესეც რთული მატჩია ფლიკის ხელში 4 დან 3 მოგებული გვაქვს 1 ფრე ისიც 1:0 1:0 სახლში ხოლი გასვლაზე 1:2 და 1:1 იგივე მესამე ტურში