workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რთული ოქტომბერ-ნოემბერი ჰანსი ფლიკისთვის

რთული ოქტომბერ-ნოემბერი ჰანსი ფლიკისთვის

ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის ლიგის ფაზის განრიგი გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ “ბარსელონას” წინ საკმაოდ რთული ოქტომბერი და ნოემბერი ელის.

ჰანსი ფლიკის გუნდისთვის სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე რთული მონაკვეთი 13 ოქტომბერს დაიწყება, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაის” სტუმრად დაუპისიპირდება. ამას მოჰყვება კიდევ 2 გასვლითი თამაში ლა ლიგაში “ბეტისთან” და ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენთან”.

“ბარსა” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 25 ოქტომბერს დაბრუნდება. პსჟ-სთან თამაშიდან 5 დღეში კატალონიელები “რეალ მადრიდს” უმასპინძლებენ.

“ელ კლასიკოს” ასევე ორი საშინაო მატჩი მოსდევს – “ალავესთან” (რომელიც ამ წუთას ლა ლიგის ლიდერია) და “ასტონ ვილასთან”, რთული მონაკვეთი კი 8 ნოემბერს “ატლეტიკოსთან” სტუმრად თამაშით დასრულდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
    schedule 29 აგვ 2026, 17:46
    #1

    კარგია მომწონს, მაგრად დაიტესტება ჩვენი გუნდი და გვექნება მაგ დროს გარკვეული შეხედულებები თუ საით უნდა ველოდოთ გუნდის წასვლას, ამ ყველაფერში ცყდი ის არი, რომ
    ესე თვენახევარში მოიყრის კარგი თამაშებინთავს და სეზონის ბოლომდე 2-3 მატჩი გამოერიოს მაქსიმუმ…მოუთმენლად ველოდები ამ ბარსელონას ურთულეს თამაშებს…რაღაც გული კი მიგრძნობს რომ ქვას ქვაზე არ დატოვებენ ,თუმცა ჯერ მირჩევნია წინასწარი დასკვნრბისგან თავი შევიკავო,