workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ოფიციალურად: ჩავი ესპარტი პირველ გუნდში დარეგისტრირდა

ოფიციალურად: ჩავი ესპარტი პირველ გუნდში დარეგისტრირდა

“ბარსელონას” პირველ გუნდს ახალი წევრი ჰყავს – ჩავი ესპარტი. შესანიშნავი წინასასეზონო მომზადებისა და “მარტინეს ვალეროზე” “ელჩესთან” ნაჩვენები იმედისმომცემი თამაშის შემდეგ, უნივერსალი ახალგაზრდა, რომელსაც ფლანგის მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია, კარიერაში უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დგამს და პირველი გუნდის 12-ნომრიან მაისურს იღებს.

მე-12 ნომრის ისტორია კლუბში

ეს ნომერი “ბარსელონაში” 2021/22 წლების სეზონის შემდეგ ვაკანტური იყო. ბოლო ფეხბურთელი, ვინც ის მოირგო, დანიელი თავდამსხმელი მარტინ ბრეითუეიტი გახლდათ. ამ ისტორიული მაისურის მატარებელთა სია საკმაოდ საინტერესოა:

  • “ლა მასიას” აღზრდილები: ბრეითუეიტამდე ეს მაისური აკადემიის ისეთ აღზრდილებს ეცვათ, როგორებიც რიკი პუჩი, რაფინია ალკანტარა და ჯონათან დოს სანტოსი არიან.
  • გამორჩეული მარცხენა მცველები: წარსულში 12 ნომრით ორი დასამახსოვრებელი მარცხენა მცველი თამაშობდა. სერხი ბარხუანი, რომელიც ამ ნომრით იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდის” წევრი იყო და ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, რომელსაც ეს მაისური 2006 წელს პარიზში, “არსენალის” წინააღმდეგ მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეცვა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 28 აგვ 2026, 11:48
    #3

    უკლასნესი ბიჭიაა, თან ტიპი მარცხენა ფულბექად ყომარობდა, ყველაგან კარგი იყო, ყოჩაღ ესეთი დინჯი და თავდაჯერება ამ ეტაპზე ამ ასაკის ბავშვისთვის გაოცებული ვიყავი მთელი თამაში ამას ვუყურებდი, არანაირი ნერვიულობა არანაირი წნეხი და რა მაგარია ბურთთან ერთად, გამისწორდააა ეს ბიჭი ყოჩაღ 💙❤️

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 27 აგვ 2026, 21:28
    #2

    ძაან კარგი ბიჭია თან უნივერსალი❤️

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 27 აგვ 2026, 19:04
    #1

    ლეგენდარული ნომერი ყოფილა, ესე იგი გაამართლებს იმედებს.