workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანჩესტერ იუნაიტედს ბალდეს იჯარით დამატება ურჩევნია

მანჩესტერ იუნაიტედს ბალდეს იჯარით დამატება ურჩევნია

bolt მოკლედ
22 წლის მარცხენა მცველის, ალეხანდრო ბალდეს მომავალი "ბარსელონაში" კვლავ გაურკვეველია. "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი იჯარით დამატება სურს, თუმცა კატალონიელები სრულფასოვან ტრანსფერს ითხოვენ.

მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდე სატრანსფერო ფანჯრის დასკვნითი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მან თანაგუნდელებთან ერთად ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა, “ელჩესთან” მატჩის განაცხადს მიღმა დარჩენა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის ტრანსფერზეა დაყენებული. ფეხბურთელის სიტუაციით უკვე რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

იჯარა თუ სრულფასოვანი ტრანსფერი

ბალდეს ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მსურველად “მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება. ინგლისური კლუბი მარცხენა მცველს ეძებს და ბლაუგრანას ფეხბურთელი მათ პროფილში იდეალურად ჯდება. თუმცა, ESPN-ის ინფორმაციით, მანკუნიანელებს გამოსყიდვის უფლებით იჯარა ურჩევნიათ, ვიდრე სრულფასოვანი ტრანსფერი.

ეს სცენარი “ბარსელონას” ინტერესებს ეწინააღმდეგება. კატალონიელები მზად არიან ბალდეს შეელიონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაყიდვით კარგ შემოსავალს მიიღებენ. კლუბს ამ ტრანსფერიდან შემოსული თანხის გამოყენება ცაცია ცენტრალური მცველის დასამატებლად ან თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად სურს.

მენდეშის როლი და მოთამაშის პერსპექტივა

სანამ ბალდეს მომავლის გასარკვევად საუბრები მიმდინარეობს, ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებების დასაჩქარებლად ორივე კლუბთან პირდაპირ კონტაქტზეა.

ჟოაუ კანსელუს ტრანსფერი და “ელჩესთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ჩავი ესპარტის გამოჩენა ბალდეს ამ სეზონში სათამაშო დროის მიღების მცირე შანსს უტოვებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება და “ლა მასიას” აღზრდილის შესაძლო წასვლას ყურადღებით უნდა დაველოდოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • Barca for life
    Barca for lifeshield ვეტერანი
    schedule 25 აგვ 2026, 11:42
    #6

    ჩემი აზრით კარგი აზრია პლს რომელიმე კლუბში ამისი გაიჯარება, ოღონდ რა თქმა უნდა სრული ხელფასის დაფარვით და არანაირი გამოსასყიდის ჩადებით.
    ვფიქრობ რომ არაუხო, ბალდე და კუნდე სუფთა საპრემიერლიგე ხალხია და 1 სეზონიც საკმარისი იქნება იმისათვის რომ წესიერ თანხაში ნებისმიერს მოუნდეს მაგათი წაყვანა.

    ასევე მგონია რომ კასადოსა და ფორტზეც იმავე პრინციპია გამოსაყენებელი.
    ფორტს მაგალითად 10მ+50%ად გავყიდდი დორტმუნდში, ხოლო კასადო ლალიგასა და ბუნდესლიგას დააკვდება, მე მაგალითად ვფიქრობ რომ ლაიფციგში ან ფრანქფურტში მისი გაშვება სამომავლო ფინანსებში ძალიან წაგვადგებოდა. თუნდაც ლუკებას ტრანსფერში რომ ჩავვერთო ურიგო არ იქნებოდა..

    ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეული მათგანისთვის სწორი კლუბი შეირჩეს, რათა სამომავლო გაყიდვისას სერიოზული მაყუთი ავიღოთ.

    მაგალითად შეიძლებოდა რომ ბარსას არაუხოს გაყიდვიდან ამ ფანჯარაზევე სადღაც 30მ აეღო, მარა იჯარით გაუშვეს ლივერში, 55მ დაადეს და მაგისი 15მ ხელფასიც მოიშორეს. აი მე თავს დავდებ რომ მომდევნო წელს არაუხოს ლივერი თუ არ გამოისყიდის, პლს სხვა კლუბი აუცილებლად წაიყვანს 50+ად.

    ასევე ბალდეც სუფთა საპრემიერლიგე კაცია. თავად ხო ცხენია და აგერ ნახავთ ეგ გადავა იმ ცხენების ლიგაში და მაგრად მოერგება იქაურობას. ძაან დაგლიჯავს და მერე აქეთ მოგვადგებიან 100 მილიონი ოფერებით, მაშინ როცა ახლა 40საც არ იხდიან.
    100 იმიტომ რომ თურმე ლუის ჰოლში ნიუკასლს 105მ უნდა და მანჩე მაგიტო გადმიერთო ბალდეზე.

    აი კუნდეში ახლავე თუ შეუძლიათ რომ 80+ გააკეთონ, აუცილებლად გასაშვებია.

    ანუ თემა ისაა რომ ახლა არც ფორტში, არც ბალდეში, არც კასადოში და არც არაუხოში არავინ რეალურად იმ თანხას არ იხდის რისი პოტენციალიც მართლა აქვთ, რადგან ბარსას გაშვება უნდა და ბოლო პერიოდში ამათაც არ ჰქონიათ სახარბიელო რეპუტაცია.
    ამათ რომ შესაფერესი კლუბები მოვუძებნოთ და იქ გაიხსნან, ამათი არცერთის თანხა რეალურად 70მზე ნაკლები არ იქნება.
    ასე აკეთებს რეალიც, მსგავსად ჯერ ანათხოვრებს იმ ფეხბურთელებს რომლებიც არ ჭირდებათ, შემდეგ კი სერიოზულ მაყუთებში ყიდიან. წელს მარტო ახალგაზრდებით გააკეთეს 150მილიონამდე, მაშინ როცა ბარსა 10ებში ყიდის საუკეთესო ლამასიელებს.
    ჩემი აზრით როცა იცი რომ პოტენციურად მართლა მაგარი ტიპები გყავს, უბრალოდ ფაქტია რომ მწვრთნელის გამო ვერ თამაშობენ, უნდა გაუშვა სხვაგან, აჩვენებენ თავიანთ კლასს და კარგ მაყუთსაც გააკეთებ.
    აი მე მართლა მჯერა ამ ბიჭების, უბრალოდ ბარსაში ვერ ვხედავ მათ ადგილს, რადგან ბარსა სხვა რამეს თამაშობს და ეგენი სხვას, თორე რომ ვუყურებ პლში ვინები თამაშობენ და რა მაყუთებს იხდიან, მაგათთან შედარებით ეს ჩვენი ბიჭები ახლავე ღირს 70+ და თუ იჯარით გადავიდნენ და ისე გაიხსნენ როგორც მე მგონია, სადაც როჯერსები და ლუის ჰოლები ღირს თურმე 100+, ესენიც მაგაზე ნაკლებად არ გაიყიდებიან.

  • Moriarti
    Moriartiflag გულშემატკივარი
    schedule 25 აგვ 2026, 10:56
    #5

    ნახე რა გეგონება ფული აკლია მანჩეს, ან იყიდეთ თუ არადა ნახვუი

  • LEVANII
    LEVANIIflag გულშემატკივარი
    schedule 25 აგვ 2026, 10:21
    #4

    Თუ გაიყიდა ჯანდაბას მაგრამ იჯარით ამის გაშვება სისულელეა ხელფასი ამას არ აქ მაღალი და კანსელოს დუბლიორიც სხვა არ გვყავს

  • Manu14
    Manu14flag გულშემატკივარი
    schedule 25 აგვ 2026, 10:14
    #3

    რაშფორდ არ დააკლეს კაპიკიბარაფლის დიდებით ახლა მოდი ააცვით აქედან

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 25 აგვ 2026, 10:05
    #2

    მაშინ გამოსყიდვის უფლებას დავამატოთ გამოსყიდვის ვალდებულება. და რა თქმქ უნდა ხელფასი 100% მანჩესტერმა უნდა იხადოს.

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
    schedule 25 აგვ 2026, 09:37
    #1

    ბალდე-კუნდე-კასადო, კარგი იქნება თუ მალე მორჩება ეს სამი ტრანსფერი, იქნებ ერთი ცენტრალური მცველი და ვინმე ნორმალური სტრაიკერი გაახერხონ სანამ მორჩა სატრანსფერო ფანჯარა..100ლიმონზე მეტს ავიღებთ იმედია