workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუნდეს პოზიცია იცვლება და მომავალი გაურკვეველია

კუნდეს პოზიცია იცვლება და მომავალი გაურკვეველია

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკმა ჟიულ კუნდეს აცნობა, რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძირითად მოთამაშედ ერიკ გარსიას განიხილავს. ფრანგი ფეხბურთელი ცენტრალურ დაცვაში სარეზერვო ვარიანტად დაბრუნდება, რის გამოც მისი მომავალი კატალონიურ კლუბში გაურკვეველია.

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჟიულ კუნდესთან მნიშვნელოვანი საუბარი გამართა. Catalunya Radio-ს ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალისტმა ფრანგ მცველს პირადად აცნობა, რომ მიმდინარე სეზონში მარჯვენა ფლანგზე პირველ არჩევნად ერიკ გარსიას მიიჩნევს.

ახალი როლი და გაურკვევლობა

ამ გადაწყვეტილების თანახმად, კუნდე ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაბრუნდება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფლიკის გეგმებში ის დაცვის ცენტრშიც მხოლოდ სარეზერვო ვარიანტად განიხილება. ამ სიტუაციამ ფეხბურთელის მომავალი კლუბში სრულიად გაურკვეველი გახადა.

შესაძლო ტრანსფერი

იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ “ბარსელონა” მზადაა, შესაბამისი ფინანსური შეთავაზების შემთხვევაში, ფრანგი მცველის გაყიდვა განიხილოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
    schedule 25 აგვ 2026, 02:26
    #8

    პოროს ან ვინმე დონეს თუ მოიყვანენ 100% იანი გასაყიდია. ისედაც არც კაია არც ცუდი,ვარსკვლავებს ვერ წყვეტს,შარშან ჩაუვარდა სეზონი. ბალდებუეჭველი გასაყიდია და ლუის ჰოლს მოვიყვანდი , ესპარტი დაუბრუნდებოდა ადგილს. კანსელოს ჩაგდებები აქვს ხოლმე და ჰოლი შეჭამდა ფლანგს,თან გორდონიც იქვე ეყოლებოდა. მაგრამ მოითხოვენ 70 მდე. 50 ის ფარგლებში რო დაგვათრევინა დაგვხატავდა. ერთი 35 პოროში. მაგდენს პაჩტი კუნდეთი ამოვაგდებდით. 9-იანი მაინც გვჭირდება რა,ალვარესი მეცოდება ვაფშე მის გამო დატრიალებუკი თემების გამო. სუდთა სპორტულად და ფინანსურად რო ვთქვა 30% ითაც არ კინდა მარა ადამიანურად…

    • Barca for life
      Barca for lifeshield ვეტერანი
      schedule 25 აგვ 2026, 02:37
      #10

      კუნდეს თუ გაყიდიან, არავის მოიყვანენ და დიდი ალბათობით მაგის გაყიდვაზე იმიტომ წავიდა საუბრები რომ გარსიამაც და ესპარტმაც თავი გაიგიჟეს და საოცარი თამაშები ჩაატარეს, განსაკუთრებით ესპარტმა, რომელმაც ფლიკს თავი ძალიან შეაყვარა და ინტერვიუებში ისე საუბარობს ესპარტზე, რომ აშკარად სულ მალე გაძირითადებას უპირებს, ამიტომ ასე მგონია კუნდეს ამბებმა რომ ესპარტს ხელი არ შეუშალოს მაგიტომაც წამოიჭრა ეს თემა, თან გარსია უკვე ყავს და მაგ გარსიამ კი მოსვა კუნდე ბოლო სეზონშიც და ახლაც ფაქტია.
      ასევე იმასაც ფიქრობენ რომ კუნდეს ახლა სერიოზული ფასი აქვს და მაგის სკამზე მოსმას გაყიდვა ურჩევნიათ, თან ეს მაშინ როცა გუნდში 2 ასეთი ფეხბურთელი ყავთ მაგ პოზიციაზე.

  • Barca for life
    Barca for lifeshield ვეტერანი
    schedule 25 აგვ 2026, 02:16
    #7

    ჩემი აზრით ხალხის უმეტესობას ის არ ესმის რომ ფეხბურთელების შემთხვევაში დამოკიდებულებასა და მენტალიტეტს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე სახელს.

    ფაქტია არც ბალდე და არც კუნდე ხელშეუხებელი ფეხბურთელები აღარ არიან. ბევრი კარგი თვისება აქვს ორივეს, მაგრამ წინა წელს რატომაც ჩააგდეს სეზონი აშკარად მათი დამოკიდებულების ბრალი იყო, ვინაიდან როგორც კი კანსელუმ და გარსიამ ჩაანაცვლეს, ეგ გამოჩნდა პირველ რიგში.

    ფაქტია ფლიკი ყოველდღე აკვირდება მათ თამაშს და მაშინ როცა ინტერვიუში ბალდეზე ამბობს რომ ტვინშია დასალაგებელი და ამიტომაც დავტოვე გუნდს მიღმაო, ესე იგი, სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე და არა უბრალოდ ფორმიდან ამოვარდნასთან ხო?!
    ჩემი აზრით ბალდე დაფიქრდა გუნდიდან წასვლაზე მას მერე რაც კანსელუ გავიფორმეთ, ამიტომაც თქვა ფლიკმა რომ ისეთი ფეხბურთელები მინდა მყავდეს, რომლებიც კონკურენციისთვის მზად არიან და ბოლომდე ბრძოლა უნდა დამანახონო, მომდევნო დღეს კი უკვე ეგ თქვა ბალდეზე რაც ზემოთ ვახსენე.
    ჩემი აზრით ბალდეს ტრანსფერი გადაწყვეტილია და ახლა უბრალოდ შესაფერის კლუბსა და ფინანსურ სქემებს ეძებენ..

    ხოლო რაც შეეხება კუნდეს, მთელი ზაფხულია იწერება რომ ხან არსენალი ინტერესდება, ხან ბაიერნი, ხან ლივერპული და ა.შ. დადონ 80+ მილიონი და წაიყვანონ, არ მეწყინება.
    პროსტა ბალდესგან განსხვავებით კუნდეზე აქამდე ის მაინც ვრცელდებოდა რომ ბარსა უყვარს და გუნდის ერთგული ჩანს, თორე ვარიანტები საკაიფო აქვს. აი ახლა კი როცა უთხრეს რომ გარსია იქნება ძირითადიო, ყველაზე საინტერესო რამ იწყება.
    მე პირადად ორივეს გავყიდდი, სადღაც 130 მილიონს ამოვაგდებდი და ლუკებას დავიმატებდი, ხოლო აქეთ ესპარტს მივცემდი შანსს, რადგან რაც მე მაგ ბიჭში ჯერ კიდევ ნიუკასლთან, მერე პრესეზონზე და მერე გუშინ დავინახე, აი რავიცი რა ვთქვა.. ლამასიადან ლამის ყველა გაჰაიპდა, ჩემი აზრით ბევრი ზედმეტადაც, გინდა ბერნალი, გინდა კორტესი, გინდა ტუნკარა.. მართლა უდავოდ საოცარი ტალანტები არიან, მაგრამ ესპარტში დავინახე სრული მზაობა და ამის გამო მივცემდი შანსს ამ სეზონიდანვე რადგან მგონია რომ რაც დავინახე არის როგორც მენტალური, ისე ფიზიკური მზაობა, თავდადება, შრომა, ტემპი, მრავალმხრივობა და რავიცი..
    რა თქმა უნდა, სახელებსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ტიპი მხოლოდ სახელი იყოს დარჩენილი და მოედანზე *ლეობას თამაშობდეს, ეგრეც არ გამოვა.
    ხოდა ფაქტია აღარც ბალდეს და აღარც კუნდეს აღარ ენდობიან, ერთს კანსელუ ანაცვალეს, მეორეს კი – გარსია, აქედან გამომდინარე სანამ მაგ ორს ფასი აქვს, სჯობს რომ სარფიანად გაიყიდონ, ჩვენ კი იმათ მივენდოთ ვისაც აქ ყოფნა მართლა მთელ ცხოვრებად უღირთ და ამ გუნდისთვის მოკვდებიან.
    ის რაც კანსელუმ აქ მოსასვლელად გააკეთა და ის რასაც ესპარტი აჩვენებს, ესაა ზუსტად რაც მე მინდა როგორც ფანს რომ ყოველ თამაშში დავინახო. შეიძლება მსოფლიოში საუკეთესოები არ არიან, მაგრამ მსგავს თავდადებასა და სისტემურობას, ტალანტთან ერთად აბსოლუტურად შეუძლია რომ სწორი სტრუქტურა შექმნას, სადაც გუნდი გამართული იქნება და შედეგებთან ერთად ამ ხალხის რეპუტაციაც საგრძნობლად გაიზრდება.

    ასე ვფიქრობ მარტინთან დაკავშირებითაც.
    ტიპს მოედანზე შეხედავ და მშვენივრად თამაშობს, პრესაში კი მასზე არაფერი იწერება, მაშინ როცა ძალიან დიდი რედემფშენი განიცადა რაფინიას მსგავსად, უბრალოდ თითქოს ძალიან დიდი მომენტია საჭირო იმისათვის რომ ხალხმა აღიაროს ვიღაცის განსაკუთრებულობა, როგორც ახლა მაგალითად კუბარსიზე მოხდა, არადა შე კაი ადამიანო, ჩართე თამაში და უყურე..
    კაკრას წინა სეზონის ბოლოს ვნახე სტატები და მარტინი, ბასტონისა და შლოტერბეკს არათუ ჩამოუვარდებოდა, არამედ ბევრ კომპონენტში აღემატებოდა კიდევაც, განსაკუთრებით ბასტონის და აქ ხალხი გადაფსიხებული იყო ბასტონის დამატებაზე, მაშინ როცა ვიძახდი რომ პროფილურად და მენტალურად არ იყოს კარგი გადაწყვეტილება მაგისი დამატება. ასე იფიქრა ფლიკმაც და სწორედ მის გამო ჩაიშალა ეგ ტრანსფერი, შლოტერბეკი ძალიან ტრავმიანია და ვერ ენდობი, ლაპორტი მინდოდა ერთადერთი გამოცდილების გამო და ბილბაოს კი მოუთხრია 80მ ხოდა აღარ მინდა ბატონო..
    ლუკებაზე კარგა ხანია რაც იწერება და ჩემი აზრით კარგი ვარიანტია იქედან გამომდინარე რომ 2 პოზიციას ფარავს, ჩემი აზრით ამ მომენტში საფულბექე მონაცემები უფრო აქვს და კანსელუსთან და მარტინთან კარგად დაგვიბალანსებდა სიტუაციას.

    ასე რომ დავაფასოთ ის რაც გვაქვს და შევქმენით!

    ჯერ კიდევ 14 წლის იყო იამალი 2 წელი მის ამოსვლას რომ ვაწურინებდი, მახსოვს გამპერზე ტოტენჰემთან რეებიც ქნა, მაგ დღიდანვე უკვე ვიცოდი რასთანაც გვქონდა საქმე. მახსოვს კუბარსის დებიუტი და კუნდეზე ასისტი, უკვე ვიცოდი რომ დიდი ტალანტი გავზარდეთ, მახსოვს ფერმინის დებიუტი რეალთან პრესეზონზე და ცხადზე ცხადი იყო რა გველოდებოდა, მახსოვს ბერნალის დებიუტი ლა ლიგაში და ის სიმშვიდის შეგრძნება რაც მომანიჭა და მახსოვს ესპარტის დებიუტი ნიუკასლთან და თავიდანვე ვიგრძენი რომ საქმე მორიგ დიდ ამბავთან გვქონდა, რადგან მისმა თავდადებამ და დაცვითმა უნარებმა 2 წამში გამაკვირვა.
    აქვე აღსაღნიშნია რომ რაც მარტინმა და გარსიამ გააკეთეს ბოლო სეზონში, ჩემთვის არანაკლებ უდიდესი რედემფშენია, როგორც რაფინია. მაგ ორის დებიუტიც მახსოვს და გარსია დიდი არაფერი, მარტინი კი ფულბექად მართლა კატასტროფა იყო, მაგრამ აი მახსოვს მარტინის დებიუტი ცენტრში, ხოლო გარსიას დებიუტი მარჯვნივ და ის შეგრძნება რომ ფაზლში რაღაცეები სწორად ჩაჯდა.

    მოკლედ უაზრო ჰაიპსა და სახელების რახარუხს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი პოტენციალი, გუნდში ნამდვილი საბადო გვაქვს ლამასიას სახით და თუკი მწვრთნელი ხედავს რომ დამოკიდებულებებში დიდი სხვაობაა და ვიღაცეები ბარსაში თამაშზე დარწმუნებულები არ არიან, ან საკმარისად არ ინდომებენ, სულ რომ იამალები იყვნენ, აუცილებლად გასაშვებები არიან, რადგან გუნდი უნდა გუნდობდეს და კონკრეტულ ფეხბურთელებზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. აგერ პსჟს მბაპე გაექცა და 2 ჩლ დემბელეებითა და დუეებით მიაწყვეს, მაქედან ვინმე ჯობია მბაპეს? ან რეალის შემადგენლობაზე უკეთესი დღეს ბევრს ყავს? თუნდაც ჩვენ? არა ხო? მაგრამ 2 სეზონია ეგენი რჩებიან უტიტულოდ, მაშინ როცა ჩვენ 5 ჩავიჯიბეთ ამ ბიჭებით და ესეიგი დასაფიქრებელია ის ამბავი რომ ტიტულებს ინდივიდები კი არა გუნდები, სისტემა და მწვრთნელი იგებს! ასე რომ ვინც ბარსასთვის ბოლომდე იხარჯება და ვისაც შესაბამისი უნარები აქვს რომ ამ სისტემაში სწორად ინტეგრირდეს, გინდა მარტინი ერქვას და გინდა დიპლიპიტო, მთავარია საქმეს ადგებოდეს და დღის ბოლოს შედეგი დადოს, ჯერჯერობით კი 1 წესიერი არგუმენტი არ მომეძებნება იმისა რომ ბალდე ან კუნდე ამ ბიჭებს ვანაცვალო..

  • NoDrugssss
    NoDrugsssseco ახალბედა
    schedule 25 აგვ 2026, 01:59
    #6

    იამალისთვის არაა კაი ამბავი ეგ

  • Motamashe
    Motamasheeco ახალბედა
    schedule 25 აგვ 2026, 01:15
    #5

    ატრაკებ ფლიკ. ერთი კვირით ადრე მგონია რომ ამას არ ეტყოდა. ან ტყვილია ან მიქარავს გერმანელი და ინანებს სავარაუდოთ.

    • Barca for life
      Barca for lifeshield ვეტერანი
      schedule 25 აგვ 2026, 02:30
      #9

      კარგა ხანია უკვე ბალდესა და კუნდეს წყალი აქვთ შემდგარი და წინა სეზონის ბოლოს და ამ პრესეზონზეც აშკარად გამოიკვეთა რომ ფლიკისთვის კანსელუ და გარსია არიან ძირითადები ხოდა რა ნაწილში ატრაკებს?
      ბალდეზე პირდაპირ თქვა რო თავშია არეულიო ანუ მიანიშნა რომ წასვლაზე ფიქრობსო და კიდევ თქვა რომ მე ეგეთი ფეხბურთელები არ მინდა ვინც 100%ით დარწმუნებულები არ არიან აქ თამაშზეო, კუნდეზე კი ფაქტია რომ მთლად კონცენტრირებულად ეგეც არ თამაშობს რახანია..
      ხოდა ჩემი აზრით ფეხბურთში ყველაზე ცუდი არევა ტვინიდან მოდის და არა სათამაშო უნარებიდან. აგერ ახლა როგორც ალვარესი ვერ ითამაშებს ატლეტიკოსთვის წესიერად, დიდი შანსია რომ ამათმაც არ ითამაშონ ბარსასთვის, რადგან მწვრთნელი იძახის რომ არეულები არიანო, ხოდა თუ წასვლაზე ფიქრობენ წავიდნენ, ვინ ექაჩებათ და მართლა დარჩენა და ბრძოლა რომ უნდოდეთ მე შენ გეტყვი ეგ ხო თამაშშიც აისახებოდა, მარა ჩართე ჯერ ეგ 2 რას თამაშობს და მერე შეადარე კანსელუსა და გარსიას თამაშს და შენ თუ მანდ უდიდეს სხვაობას ვერ დაინახავ გულით ნათამაშებსა და ვალის მოხდას შორის მაშინ რავიცი..

  • AFRO
    AFROeco ახალბედა
    schedule 25 აგვ 2026, 00:50
    #4

    ფორვარდს თუ ვეღარ ყიდულობენ დაცვა უეჭ უნდა გააძლიერონ როდის აილეწება კრისტენსენი კაცი შვილმა არიცის ასევე კუნდეც ხშირადაა მიდრეკილი ტრავმებისკენ ლაპორტს მიაწვენ იქნება

  • Bakero
    Bakerostar ლეგენდა
    schedule 25 აგვ 2026, 00:02
    #2

    თუ პედრო პოროს მოიყვანენ მაშინ ღირს კუნდეს გაყიდვა სხვა შემთხვევაში ნამდვილად არა ! კუნდე რეალურად ორ პოზიციას ფარავს

  • Don_Andresito
    Don_Andresitostar ლეგენდა
    schedule 24 აგვ 2026, 23:50
    #1

    რავი გარსია მარჯვენა მცველად დიდად მხიბლავს. ესპარტი გარსია არაა საიმედო დუო. პორო მაინც ეყიდათ