workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ოფიციალურად: არგენტინელები და გავი დააჯარიმეს

ოფიციალურად: არგენტინელები და გავი დააჯარიმეს

ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია $321 ათასით დააჯარიმეს.

არგენტინის ეროვნული ნაკრები მომდევნო 2 საშინაო მატჩს განახევრებული ტევადობით ჩაატარებს და პლუს, ფეხბურთის ფედერაციამ ანტიდისკრიმინაციულ პროგრამაში $100,000-იანი ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ამასთან, სანქციები შემდეგ პირებს შეეხოთ:

  • ლეანდრო პარედესი (არგენტინა) – 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $90,000-იანი ჯარიმა
  • ნაუელ მოლინა (არგენტინა) – 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $90,000-იანი ჯარიმა
  • ტიაგო ალმადა (არგენტინა) – 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $30,000-იანი ჯარიმა
  • რობერტო აიალა (არგენტინა) – 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $30,000-იანი ჯარიმა
  • გავი (ესპანეთი) – 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია + $30,000-იანი ჯარიმა

დისკვალიფიკაციები საკლუბო ფეხბურთს არ შეეხება.

მუნდიალის ფინალში “ალბისელესტე” ესპანეთთან 0-1 დამარცხდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, სადაც, ძირითადად, არგენტინელები აქტიურობდნენ. მთავარ ეპიზოდში ლეანდრო პარედესი და გავი მონაწილეობდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 22:28
    #1

    რაღა ამათ იჩხუბეს, სწორედ ამ ორ გუნდს ვგულშემატკივრობდი.