ბარსელონამ 19 წლის ნახევარმცველის, ტომი მარკესის ბრაგაში ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კატალონიურმა გრანდმა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ €11 მილიონი (+€1 მლნ ბონუსები) მიიღო. ბარსამ ტომის €60 მილიონად გამოსყიდვის უფლება დაიტოვა და ამასთან, მომავალში მისი პოტენციური ტრანსფერიდან თანხის 20%-ს ერგება.
მარკესმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ტომი მარკესი ბარსელონას აღზრდილია. ის ლა მასიაში 2015 წელს მივიდა, სარეზერვო გუნდში კი 2025 წელს გადაიყვანეს. მას პირველ გუნდში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
მშვენიერი, წარმატებები ტომის
11მილიონი და + უფლებები ძაან მაგარია
კარგია, რო გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ.