workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ 43'sports_soccer ფერმინი 50'sports_soccer გორდონი 53'sports_soccer ადეიემი 65'sports_soccer
ინტერი ლაუტაროს გაყიდვას არ აპირებს

ინტერი ლაუტაროს გაყიდვას არ აპირებს

bolt მოკლედ
ხულიან ალვარესის ტრანსფერის შეფერხების პარალელურად, "ბარსელონა" ალტერნატივებს განიხილავს. კატალონიელები ლაუტარო მარტინესს დაუკავშირდნენ, თუმცა "ინტერმა" არგენტინელი ხელშეუხებლად გამოაცხადა. რადარზე ასევე არიან "ვილიარეალის" თავდამსხმელები - მიქაუტაძე და აიოსე.

“ბარსელონა” ცენტრალური თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს. ეს ჰანსი ფლიკის მთავარი მოთხოვნაა და არა მხოლოდ ახლა, არამედ წინა სეზონის დასრულებიდან მოყოლებული, როდესაც რობერტ ლევანდოვსკის წასვლა საბოლოოდ დადასტურდა. პოლონელის, ასევე ფერანისა და რაშფორდის გარეშე დარჩენილ გერმანელ მწვრთნელს ბევრი გოლი აკლია და ამიტომ, გუნდში გოლეადორი სჭირდება.

ყველა მზერა ხულიან ალვარესისკენ არის მიმართული. ის სპორტული დირექციის მთავარი სამიზნეა. თუმცა კვირები გადის და ამ ოპერაციაში წინსვლა არ არის. “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებების განსაბლოკად თავად ხულიანის ნაბიჯს ელოდება. ეს ჯერ არ ხდება და ყველაფერი ჩიხშია შესული. დრო კი იწურება, რადგან სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე მხოლოდ ორი კვირა რჩება.

ინტერესი ლაუტაროს მიმართ

“ბარსელონა” გულხელდაკრეფილი არ ზის და დეკუს უკვე აქვს ალტერნატივები იმ შემთხვევისთვის, თუ ხულიანის ტრანსფერი არ განხორციელდება. კატალონიურ კლუბში გადმოსვლის ერთ-ერთი კანდიდატი ლაუტარო მარტინესია. “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო. არგენტინელის ხელმისაწვდომობის გასარკვევად, ფეხბურთელის გარემოცვასთან საუბრები უკვე შედგა. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება: თუ შესაძლებლობა გამოჩნდება, ლაუტარო “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სიამოვნებით გადმოვა.

“ინტერმა” ის ხელშეუხებლად გამოაცხადა

თუმცა იტალიურ გუნდს თავის მთავარ ვარსკვლავთან განშორება არ სურს და თავდამსხმელი ხელშეუხებლად გამოაცხადა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა მოლაპარაკებები აზრი შეაცვლევინოს “ინტერს”, რომელსაც ამჟამად საუკეთესო მოთამაშის შესაძლო წასვლაზე საუბარიც კი არ სურს.

ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევისთვის, ის ერთადერთი ალტერნატივა არ არის. გუნდი თვალს ადევნებს “ვილიარეალის” ორ ფეხბურთელს: მიქაუტაძესა და აიოსეს. ორივე მათგანი ფლიკს მოსწონს და განსხვავებული პროფილი აქვთ, როგორც თვისებებით, ისე ფასით. ქართველი ბევრად უფრო ძვირია და მისი გამოსასყიდი თანხა 78 მილიონს შეადგენს.

მოლოდინი ხულიანის ნაბიჯზე

“ვილიარეალი”, რომელმაც “ბარსელონას” ინტერესის შესახებ უკვე იცის, ელოდება კატალონიელთა საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან რომელიმე მოთამაშის წასვლის შემთხვევაში, ბაზარზე შემცვლელის მოძებნა მოუწევს. ასე რომ, ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული, სანამ ხულიანის შესაძლო დამატების საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება. “ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ “ჩოლოს” სიტყვებმა, რომელმაც ოთხშაბათის მატჩში თავდამსხმელის წინააღმდეგ მიმართული შეძახილების გამო გულშემატკივრებს მხარი დაუჭირა, შესაძლოა ფეხბურთელის მხრიდან საპასუხო რეაქცია დააჩქაროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (20)

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 02:26
    #19

    და კიდევ, ვისარგებლებ მომენტით და დაბადების დღეს მივულოცავ ელ ტოროს;
    🍩🥂🥂

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 22 აგვ 2026, 02:24
    #18

    ინტერი ასე იოლად არ შეელვა კაპიტანს

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 21 აგვ 2026, 21:43
    #17

    ლაუტარო მხეცია არადა

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 16:57
    #16

    ეჰ არადა ლაუტარო ზე კლასია

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 16:08
    #15

    და ოიარსაბალზე არ უფიქრიათ?

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 21 აგვ 2026, 15:47
    #14

    ოო საინტერესოა,დეკო ლისაბონის რეისზე შენიშნესო აეროპორტში. ეტყობა სუარესის საქმის მოსაყომარებლად. საერთოდ არაა ცუდი ვარიანტი,კონკურენციაში ჰამზასაც მიეცემა დიდი დრო. 50- ის ფარგლებში უნდა გამოვიდეს, მაქს 60 . შესაბამისად მცველის ვარიანტიც გვექნება. საღოლ საღოლ,მთავარია ფორვარდი მოვიდეს და კონკურენცია კიდე უფრო გაიზარდოს.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 15:25
    #12

    ისე კაიფი იქნება წელს რომ ჰალანდი დაარტყას მოულოდნელად ლაპომ ჯოკერივით😉🤣

    • G.O.A.T
      Luak ახალბედა
      schedule 21 აგვ 2026, 15:47
      #13

      Ert dges minda gavigvidzo da fabricios posti vnaxo here we go haaland to barcelona ai imena sheileba gulma damartyas chemi ocnebaa eg barsashi

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 15:10
    #11

    აი ყველაპონტში უნდა დაითრიონ ლაუტარო და ქვეშაფსია ალვარესი როგორ გაქრება საერთოდ მაგ ატლეტიკოში მაგასაც ვნახავთ იმედია ლაუტარო გადმოვა

  • ჯიჯი
    ჯიჯი ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 14:27
    #8

    როდის მთავრდება სატრასფერო ფანჯარა

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 21 აგვ 2026, 14:55
      #10

      31 აგვისტოს

  • Zura Gviniashvili
    Zura Gviniashvili ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 13:25
    #6

    ჩემი აზრით რადგან ასეთი სიტუაციაა რომ დიდ ფორვარდს ვერ ვყიდულობთ ასე უცებ მაშინ მარცხენა ცენტრ მცველი გვჭირდება პრო კლასის და ეგაა .გადავაგორებთ ამ სეზონს. გვყავს ბევრი თავდასხმა და ვინმე შეითავსებს ფორვარდის ადგილს. ბოლო ბოლო არც ესპანეთს ყოლია სუფთა ფორვარდი და კი დადო მსოფლიო ეხლაც და 2010 შიც

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 21 აგვ 2026, 13:34
      #7

      ყველაზე სწორი ეგ იქნება, დაცვა მაინც გააძლიერონ და ფინიშინგზე იმუშაონ იქნებ რამე გამოვიდეს

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 21 აგვ 2026, 14:49
      #9

      2010 ვილია და ტორესი აბა ვინ იყვნენ?
      ეხლა ფერანი-ოირასაბალი ეყოთ ჰო, თუმცა იმაში დაგეთანხმები, რომ რაფას, გორდონს, ადეიემს და ოლმო-ფერმინსაც შეუძლიათ ფორვარდობა და კიდევ არიან ჰამზა და ბისივუ; ამიტომ შესაძლოა დანაკლისი არც შეიმჩნიონ და პირიქით, უფრო მოტივირებულებიც იყვნენ, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია

  • 1899
    1899 ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 12:02
    #4

    გიოკერეშია იდეალური მორჩა და გათავდა!👏

    • Sandro b
      Sandro b ახალბედა
      schedule 21 აგვ 2026, 12:29
      #5

      Ძვირია და Თან საᲨინლად არ ჯდება ბარსას სტილᲨი

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 21 აგვ 2026, 12:00
    #3

    დასაჩქარებელია რა. თუ სხვა გუნდიდან მოგვყავს , იმასაც სჭირდება შემცვლელი და არ ჩაიგდებენ ეგრე თავს.თუ ლიგაზე არიან მითუმეტეს. 2 ტრანსფერი საერთოდ მონსტრად გვაქცევდა რა. მარა მცველი მაინც მოიყვანონ,ლაპორტი დახატავდა გუნდს.

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 11:53
    #2

    ამდენ ხანში სხვა ალტერნატივების დროც აღარ რჩება, იყიდონ ჟორჟი და ვინმე 28-30 წლის ნორმალური ცენტრალური მცველი. ვინც იყიდეს ისინი არ არიან დარეგისტრირებული ჯერ და ცუდად არ გავიჭედოთ.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 11:50
    #1

    კი მაგრამ ხალხი როდის უნდა დაარეგისტრირონ? ოლმო შუა სეზონში, რომ დაარეგისტრირეს ისე არ დაემართოთ ეხლაც.