workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჰამზა აბდელკარიმი წინასასეზონო ეტაპზე ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირია

ჰამზა აბდელკარიმი წინასასეზონო ეტაპზე ბარსელონას საუკეთესო ბომბარდირია

ჰანსი ფლიკის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი წინასასეზონო ეტაპზე ჰამზა აბდელკარიმი გახდა. 18 წლის ეგვიპტელმა ნათლად აჩვენა, თუ რისი მოტანა შეუძლია პირველი გუნდისთვის. ეგვიპტის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნის შემდეგ, მან შვებულება შეიმოკლა, რათა ბლაუგრანას შეერთებოდა და ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა.

თავდამსხმელმა ამ სეზონში ჩატარებული ხუთი მატჩიდან უმეტესობაში გაიტანა (სამი ამხანაგური შეხვედრა პლუს სამთა ტურნირი უდინეში) და ოთხ მათგანში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან “ბირმინგემთან” დუბლით დაიწყო, რომელიც ფრედ დასრულდა (პენალტების სერიაში მარცხით).

უდინეში გამართულ სამთა ტურნირზე უგოლოდ დარჩენის შემდეგ, ეგვიპტელმა თავის ანგარიშს “ბაზელთან” მოედანზე გამოსვლიდან სულ რაღაც ოთხ წუთში ბრწყინვალე დარტყმით შემატა გოლი. მისი ბოლო გოლი გამპერის თასზე გავიდა, როცა ყოფილი გუნდის, “ალ-აჰლის” წინააღმდეგ პირველი ბურთი შეაგდო.

ბისივუსა და რაფინიას ანგარიშზე 2-2 გოლია

“ბარსელონამ” წინასასეზონო ეტაპზე სულ 10 გოლი გაიტანა. აბდელკარიმის ოთხი გოლის გარდა, ორი გოლი კიდევ ერთი ახალწვეულის, ჯესი ბისივუს ანგარიშზეა.

რაფინიამაც ორი გოლი გაიტანა, ორივე პენალტის ნიშნულიდან – “ნოტინგემ ფორესტისა” და “ალ-აჰლის” წინააღმდეგ. დანარჩენი გოლების ავტორები ადეიემი (რომელმაც “ბაზელთან” თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა) და ლამინ იამალი (რომელმაც იმავე მატჩში პენალტი შეაგდო) გახდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 18:03
    #9

    არ მინდა ტუტანხამონობისთვის გავიმეტოთ, რამზესად უნდა გავზარდოთ!

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 05:07
    #7

    აბა რა ბიჭო ეს დააწინაურ რომ კაცო იმხელა ფულის გადახდა სიმსირა არგენტინელში ისიც არ მყავდეს ეხლა ლიონელ მესი რა ჩვეულებრივი იგროკია რა არაფერი განსხვავებული ხური ან ალვარისი რა არი ეგეთი

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 00:19
    #4

    ყველანაირად იმსახურებს ეს ბიჭი შანსის მიღებას, თუ არ მისცეს შანსი ძალიან დიდი უსამართლობა იქნება.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 20 აგვ 2026, 21:44
    #3

    ისეთ გოლებს იტანს რაც ყოველთვის გვაკლდა 👌🏻

    • Ronal10Dinho
      Ronal10Dinho გულშემატკივარი
      schedule 21 აგვ 2026, 01:33
      #6

      პიზდეც გოლი შეაგდო ახლაც ალ აჰლისთან

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 20 აგვ 2026, 21:34
    #2

    ღმერთმა ქნას ამ სეზონში 15+ გოლი გაიტანოს, ძალიან მაგარი ამბავი იქნება.🔥

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 20 აგვ 2026, 21:31
    #1

    მე დავდებდი ფსონს ამ ორ თინეიჯერ ფორვარდზე, თუ თამაში არ წაუვათ, კიდევ ბევრი შემტევია გუნდში;
    9-იანზე თამაში გორდონს და რაფინიასაც შეუძლია, ადეიემსაც

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 21 აგვ 2026, 01:02
      #5

      მე მგონი ლოპესსაც.

      • Albicelecte
        Albicelecte ვეტერანი
        schedule 21 აგვ 2026, 18:02
        #8

        კი, ფერმინსაც, გაჭირვების შემთხვევაში ოლმოსაც