ის კვლავ “ბარსელონას” ფეხბურთელია. ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” დაბრუნდა, რათა ბლაუგრანას რიგებში თავისი მესამე პერიოდი დაიწყოს, მაგრამ ამჯერად ყველაფერი წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებულია. 2023/24 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტიდან” იჯარით გადმოსვლისა და გასული სეზონის იანვარში “ალ-ჰილალიდან” კვლავ იჯარით დაბრუნების შემდეგ, პორტუგალიელი მცველი კლუბს უკვე სრულყოფილი ტრანსფერის სახით უერთდება.
“ეს ჩემი ოცნებაა”
დღეს მისი, როგორც ბლაუგრანას ფეხბურთელის პრეზენტაცია გაიმართა და ცერემონიის დროს მან განაცხადა:
“ეს ჩემი ოცნებაა. იქ ვარ, სადაც ყოფნა მინდა და ძალიან ბედნიერი ვარ. მომწონს კლუბი, ჩემს თავს მასთან ვაიგივებ. აქ თავს საყვარელ ადამიანად ვგრძნობ და გპირდებით, რომ ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ.”
პირად დონეზე, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დაგვარწმუნა, რომ ის უკვე “სათამაშოდ მზადაა“. “ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. შესვენების შემდეგ სულ ვვარჯიშობდი“, – დაადასტურა “ბარსელონას” ახალწვეულმა.
“გვყავს გუნდი, რომელსაც ყველასთან კონკურენცია შეუძლია”
გუნდურ დონეზე ის ფიქრობს, რომ “ბარსელონას” ჰყავს გუნდი, რომელსაც “ყველასთან კონკურენცია შეუძლია“.
“მინდა დავეხმარო გუნდს, რათა სეზონის ბოლოს დასახულ მიზნებს მივაღწიოთ”, – ხაზი გაუსვა მცველმა.
როდრის კარგად იცნობს
ბოლოს, როდესაც “მანჩესტერ სიტიში” მის ყოფილ თანაგუნდელზე, როდრიზე ჰკითხეს, მან უპასუხა:
“როდრი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. მას ბევრი რამ მოაქვს გუნდისთვის, ძალიან კარგია და მას კარგად ვეწყობი. ის ჩვენი წარმატების საკვანძო ნაწილი იქნება.”
მიდი მიდი მოიხოდე შენც
ამდენი ტრანსფერი გაკეთდა, ფული დაიხარჯა და რომ შევხედოთ რეალურად საჭირო პოზიციიდან გამომდინარე მხოლოდ როდრი და კანსელო იყვნენ საჭირონი, დანარჩენი არვიცი რაში გამოგვადგება. დაცვის პრობლემა ისევ იგივეა,სტაბილური გოლის გამტანიც არ გვეყოლება არავინ.
რაფინიას და იამალის არყოფნაში ფერმინი რომ დარბოდა ფლანგზე და ზამენიდან 40 წლის ლევანდოვსკი შემოდიოდა, ეგ არ გამოსწორდა?
მე ძირითადს ვგულისხმობ, გამტანი გვჭირდება ვინც სეზონში 40+გოლს გაიტანს. ჯერ ძირითადი მოვხოდოთ და მერე სკამი
მაგნაირი ყავთ რეალში მაგრამ რას იგებენ მერე?? ბარსელონა შეკრული იქნება მაგრამ დაცვა ატრაკებს ერთი მხოლოდ და კუნდე უნდა დადგეს მაასინ კუბარსის გვერძე ეგაა გამოსავალი და გარსია ფლანგზე ან კანსელუ იამალის დუეტი
თავდამსხმელზეც ჩალიჩობენ და მცველზეც. ლაპორტია გეგმაში და მარტინესი.