ოფიციალურად: ბარსელონამ არონ იააკობიშვილი ალმერიაში გაანათხოვრა

ოფიციალურად: ბარსელონამ არონ იააკობიშვილი ალმერიაში გაანათხოვრა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ არონ იააკობიშვილი ბარსელონადან 1-წლიანი იჯარით სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე ალმერიაში ითამაშებს.

ალმერიას მწვრთნელი ხავი გარსია პიმიენტაა, რომელიც 2018-2021 წლებში ბარსა ატლეტიკში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ იააკობიშვილს ბარსელონას პირველ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა – პრესეზონზე ახალგაზრდა მეკარემ ბირმინგემის წინააღმდეგ ითამაშა და პენალტების სერიაში 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. 2 თვით ადრე მან პირველი მატჩი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა.

არონს ბარსელონასთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას ბარსა ატლეტიკში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, 19-წლამდელთა გუნდში კი, UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა გოლკიპერმა 2025-26 წლების სეზონი იჯარით ანდორაში გაატარა. გავრცელებული ცნობებით, ჰანსი ფლიკი მასში დიდ პოტენციალს ხედავს.

იააკობიშვილი უნგრეთში დაიბადა, მისი დედაც უნგრელია, მამა კი – ქართველი ებრაელი. ეს უკანასკნელი სწორედ საქართველოშია დაბადებული.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ძმაც ჰყავს – ანტალ იააკობიშვილი, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, ჟირონას საკუთრებაა. იგი გასულ სეზონში ტენერიფეში იყო განათხოვრებული. უნდა აღინიშნოს, რომ ანტალი საქართველოს ნაკრებში თამაშსაც განხილიავდა, თუმცა, საბოლოოდ, ისიც უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 16:36
    #1

    არ არის ეს კაცი ქართველი და რატომ გვინდა ქართველობა დავაბრალოთ. ან ეროვნება რა შუაშია თუ კარგი მეკარეა ძალიანაც კარგი. ერთ ა-ს გამოვტოვებთ ხოლმე და ვიფიქროთ რო ქართველია.