workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ 43'sports_soccer ფერმინი 50'sports_soccer გორდონი 53'sports_soccer ადეიემი 65'sports_soccer
პუიოლი როდრის ტრანსფერით აღფრთოვანებულია: ის ძალიან მომწონს

პუიოლი როდრის ტრანსფერით აღფრთოვანებულია: ის ძალიან მომწონს

ბოლო დღეებში “ბარსელონაში” და მის გარშემო როდრი ერნანდესი მთავარი განსახილველი თემაა. კლუბის ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა ენთუზიაზმით ისაუბრა იმაზე, თუ რისი მიცემა შეუძლია ახლახან დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს (MVP) კატალონიური გუნდისთვის.

“როდრი “ბარსელონასთვის” ძალიან კარგი სიახლეა, ის ძალიან მომწონს,” – განაცხადა პუიოლმა.

საერთაშორისო მედიასთან (მათ შორის EFE-სთან) ვიდეოზარისას, რომელიც აშშ-ში ლა ლიგის ტრანსლაციის უფლებების მფლობელმა, ESPN-მა მოაწყო, ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ყველაფერი მოიგო, ჩამოთვალა ის თვისებები, რასაც როდრი კულეების შემადგენლობას შესძენს.

იდეალური შენაძენი და ბალანსი

“ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველზე. მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ლაივში ყურების სიამოვნება მქონდა; ის ძალიან მომწონს. მას გუნდებში ბალანსი შემოაქვს და “ბარსელონას” თამაშს იდეალურად ერგება. მან ეს ესპანეთის ნაკრებსა და პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” დაამტკიცა.”

ამომწურავი ანალიზის დასკვნა სხვაგვარი ვერც იქნებოდა:

“ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ეს საკვანძო პოზიციაა და ახლა “ბარსელონას” ნახევარდაცვა კიდევ უფრო ძლიერი იქნება,” – ხაზგასმით აღნიშნა პუიოლმა.

ფლიკის ტაქტიკა და მაღალი დაცვის ხაზი

როდრიზე გაკეთებული ფსონი ესადაგება თამაშის იმ სტილს, რომელიც ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ყველასგან სრულ თავდადებას მოითხოვს.

“ძალიან მომწონს წინ აწეული დაცვის ხაზით თამაში. ეს მოითხოვს თავდადებას არა მხოლოდ მცველებისგან, რადგან თუ ბურთზე ზეწოლა არ არის, მეტოქეს შეუძლია უამრავი პრობლემა შეგიქმნას,” – განმარტა ლეგენდარულმა კაპიტანმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 20 აგვ 2026, 15:16
    #1

    მთავარია პუიოლმა მისცა დაბრო. მეც ვეთანხმები პუიოლს და ძალიან მაინტერესებს პედრისთან ერთად როგორ ითამაშებენ, ანუ როლებს როგორ გაიყოფენ.