გაზეთ ARA-სთან ინტერვიუში ფერმინ ლოპესმა “ბარსელონაში” ამჟამად არსებული სიტუაცია მიმოიხილა და რამდენიმე მინიშნება გააკეთა იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ჰანსი ფლიკის გუნდი მომავალი სეზონისთვის განიხილავს. ანდალუსიელმა ფეხბურთელმა, რომელიც 7-ნომრიან მაისურს მოირგებს, დარწმუნებით აღნიშნა, რომ ახალი ტრანსფერებით გუნდმა სიღრმე შეიძინა და არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ შეტევაში ახალი როლის მორგებაც შეუძლია.
ხულიან ალვარესი და ახალწვეულები
“ბარსელონას” სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია. არგენტინელი თავდამსხმელის შესახებ პირდაპირ დასმულ კითხვაზე, ფერმინს შესაძლო ტრანსფერის დეტალებში ღრმად შესვლა არ სურდა, მაგრამ პოზიტიურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოერგებოდა ის ლურჯ-ბროწეულისფერთა გუნდს:
“ის მომწონს, დიდებული ფეხბურთელია. მართალია ის ამჟამად “ატლეტიკოს” ეკუთვნის, მაგრამ ჩვენს გუნდს, ჩვენი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად მოერგებოდა.”
ფერმინმა ასევე ისაუბრა ახალ ფეხბურთელებზე, რომლებმაც გუნდი გააძლიერეს და განსაკუთრებით ადეიემი და გორდონი გამოარჩია. მისი აზრით, მათ ისეთი თვისებების მოტანა შეუძლიათ, რაც გუნდს აქამდე აკლდა:
“ისინი არიან მოთამაშეები, რომლებიც არ გვყავდა. მოთამაშეები, რომლებიც რაღაც განსხვავებულს მოგვცემენ. ეს ორი დიდებული დანამატია.”
ნახევარმცველმა როდრის გადმოსვლაც შეაფასა, რომელსაც ის მსოფლიოში საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად მიიჩნევს:
“ის შესანიშნავი მოთამაშეა. ოქროს ბურთის მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონია. ის ჩვენ ბევრ რამეს შეგვმატებს.”
ცრუ ცხრიანის პოზიციისთვის მზადყოფნა
რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ “ბარსელონას” შეტევითი პოტენციალის შესანარჩუნებლად ალტერნატივების მოძებნა სჭირდება. ფერმინი საკუთარ თავს ერთ-ერთ მათგანად მიიჩნევს. კითხვაზე, არის თუ არა მზად ცრუ ცხრიანად სათამაშოდ, ფეხბურთელმა გადაჭრით უპასუხა:
“დიახ, შემიძლია მოვერგო.”
მან ასევე გაიხსენა, რომ ამ როლს კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში ყოფნის დროს უკვე ასრულებდა.
მეტი სიღრმე ყველაფრისთვის საბრძოლველად
ფეხბურთელს მიაჩნია, რომ გასულ სეზონთან შედარებით “ბარსელონას” მთავარი გაუმჯობესება შემადგენლობის სიღრმე იქნება. “ახლა უფრო მეტი როტაციის საშუალება გვექნება”, – აღნიშნა ფერმინმა. ის დარწმუნებულია, რომ ახალი ტრანსფერები გუნდს საშუალებას მისცემს რთულ სეზონს მეტი რესურსით შეხვდეს.
მთავარი მიზანი კვლავ ევროპული ასპარეზია. ფერმინმა აღიარა, რომ “რეალ მადრიდი” შემადგენლობის გაძლიერების შემდეგ უფრო საშიში მეტოქე იქნება და მიაჩნია, რომ კატალონიურ კლუბს ბოლო სეზონების ფორმის შენარჩუნება მოუწევს. თუმცა მისი სურვილი ნათელია. ანდალუსიელი აცნობიერებს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებისთვის მზად უნდა იყოს და ტიტულისთვის იბრძოლოს:
“იმედია, შევძლებთ ‘ბარსელონას’ მეექვსე ევროპის თასი მოვუტანოთ.”
მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, ფერმინი ამბობს, რომ ეს ფურცელი გადაშალა და ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ხვდება – მზადაა კვლავ იასპარეზოს, გაიტანოს გოლები და უფრო მნიშვნელოვანი როლი იკისროს.
მცველი დაიმატონ და ეს ვარიანტიც წავა ჩემი აზრით, აბდელკარიმიც იქნება, ცრუ ცხრიანზე რაფინიას დაყენებაც შეიძლება, ადეიმისაც აქ ნათამაშები მგონი ცენტრში, მოკლედ შეტევაში და ნახევარდაცვაში უამრავი ვარიანტია, ფერმინი და ოლმო კაი დუეტსაც შექმნიან მემგონი, რო რამე და შეცვლაც შეგვეძლება გავი გვყავს სკამზე ბოლოსდაბოლოს, ცოტა დრო რჩება ფანჯრის დახურვამდე და მცველზე მაინც არაფერი იწერება მარა მაინც იმედია გაიხედავენ მაგ მიმართულებითაც
შენ ოღონდ ითამაშე და
ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს გუნდი, მათშორის ტრავმებისთვის. ინტერთან რომ გვყოლოდა ბალდე და კუნდე გავიდოდით კიდევაც ფინალში. ცენტრალური მცველი და ფორვარდი არის საჭირო. ალვარესის 150 მილიონი დასახარჯია და აუცილებლად მოიყვანენ ვინმეს, შემდეგ წელს შეიძლება ამოვარდნენ 1:1 წესიდან და გაუჭირდეთ კარგი ტრანსფერები.