ჰამზა აბდელკარიმი პირველ გუნდში წარდგა, როგორც განსაკუთრებული საგოლე ალღოს მქონე თავდამსხმელი, რომელსაც ასევე შეუძლია თავისი ზონიდან გამოსვლა, რათა ერთი შეხებით თამაში გააუმჯობესოს.
ჰანსი ფლიკმა ის “ბირმინგემთან” შესრულებული დუბლის შემდეგ დაახასიათა, როგორც: “თავდამსხმელი, საჯარიმოში უნდა გყავდეს და დღეს მან სწორედ ეს გააკეთა. ეს არის ის, რასაც მე 9 ნომრისგან ვითხოვ“, – განაცხადა გერმანელმა. ჰამზა აერთიანებს იმ მახასიათებლებს, რასაც ჰანსი თავისი ფორვარდებისგან ითხოვს. გარდა ამისა, მან უკვე სამი გოლი გაიტანა.
სტატისტიკა და შედარება ლევანდოვსკისთან
თამაშში ჰამზას ჩართულობა ლევანდოვსკის ბოლო სეზონის მონაცემებს ჰგავს. თუკი პოლონელი საშუალოდ ერთ მატჩში 8.6 პასს აკეთებდა, ჰამზამ “ბაზელთან” 8 და “ბირმინგემთან” 9 პასი შეასრულა – ეს ერთადერთი ამხანაგური მატჩებია, რომელთა მონაცემებიც ხელმისაწვდომია.
რობერტის ბურთთან შეხების საშუალო მაჩვენებელი 19 იყო. ჰამზა “ბაზელთან” 45 წუთში ბურთს 9-ჯერ შეეხო, ხოლო “ბირმინგემთან” 62 წუთში – 24-ჯერ. შესაბამისად, მისი თამაშში ჩართულობა ლევანდოვსკის მაჩვენებელს ოდნავ აღემატება. რაც შეეხება კარისკენ დარტყმებს, მას ხუთი მცდელობიდან სამი გოლი აქვს.
ვარჯიშები და ჰოლანდის ვიდეოები
“ბარსელონაში” ჰამზას პირველ ვარჯიშზე, სამწვრთნელო შტაბმა ეგვიპტელის დონის შესაფასებლად დაგვირგვინებაზე ვარჯიში შესთავაზა. მან ყველა მაშინვე აღაფრთოვანა. მისი დარტყმები ძირითადად დიაგონალური ან ახლო ძელთან იყო, რაც კლასიკური 9 ნომრის სტილია. “როდესაც მან პირველად დაარტყა თავით, გავიფიქრეთ: რა სიგიჟეა“, – იხსენებენ დამსწრეები.
ჰამზამ შენიშნა, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელები ბურთის მისაღებად ხშირად უკან იხევდნენ და მანაც ასე დაიწყო. თუმცა, პოლ პლანასმა და მისმა შტაბმა იმუშავეს იმაზე, რომ მას ეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ მომენტებში გაეკეთებინა (ძირითადად ბურთის თანაგუნდელისთვის დასაგდებად). ფლიკის მსგავსად, მათაც ის საჯარიმოში სურდათ.
კონცეფციების გასამყარებლად, პლანასის შტაბმა მას ჰოლანდისა და გიოკერესის ვიდეოები აჩვენა. ზოგჯერ ეტო’ოს ვიდეოებსაც ურთავდნენ, რათა დაენახა, თუ რა მომენტებში უნდა დაეტოვებინა თავისი ზონა. “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელთან შედარება იქამდე მივიდა, რომ თანაგუნდელები ხუმრობით “ჰამზა, ჰამზას” უმღეროდნენ ცნობილი სიმღერის, “Haaland, Haaland”-ის რიტმზე.
“ალ-აჰლი” კატალონიაში და მომავალი მატჩი
ამ ოთხშაბათს ის წინასასეზონო ეტაპის ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. მისი დებიუტი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” შედგება და ამას ორმაგად განსაკუთრებულს ის ფაქტი ხდის, რომ ის თავის ყოფილ გუნდს, “ალ-აჰლის” დაუპირისპირდება. მისი ოჯახი ეგვიპტური კლუბის გულშემატკივარია (მამამისი ფრენბურთის ნაკრებში თამაშობდა), ხოლო ჰამზას ბავშვობიდანვე ჰქონდა “ბარსელონას” მაისურები. მან “ალ-აჰლის” პირველ გუნდში ცხრა მატჩის ჩატარება მოასწრო.
“ალ-აჰლი” კატალონიაში უკვე თერთმეტი დღეა იმყოფება და ხუთშაბათამდე, “ბარსელონასთან” ჟოან გამპერის თასის მატჩის მომდევნო დღემდე დარჩება. ეგვიპტური გუნდი სევაში, “მონტანიაზე” ვარჯიშობდა და ორი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა ოლოტთან ახლოს, “ბოსკ დე ტოსკას” სტადიონზე. მათ 3-0 დაამარცხეს “ბადალონა”, მაგრამ 1-2 წააგეს “ევროპასთან”. ოთხშაბათს ჰამზა თავის რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელს დაუპირისპირდება.
ამ ბიჭს აქვს პოტენციალი რო მკვლელი ცხრიანი გახდეს,ოღონდ საჭიროა უზომოდ ბევრი მუშაობა და ვარჯიში!!!18 წლის ჰალანდი სად იყო არავინ იცის
მთავარი ჯანმრთელობაა, ვილოცოთ რომ ფატის და გავის თავგადასავლები შორს იქნება ამასთან, მონდომება რო არ აკლია კი გამოჩნდა. ადეიმის პასის დროს ისე გაიწელა ვერც კი დავინახე რით დაარტყა, ჯერ თავი მეგონა. მოკლედ ტრამვები შორს და გუნდი ნორმალური იკვრება.