ჟოფრე ტორენტსი უკვე “აიაქსის” ფეხბურთელია. მარცხენა მცველმა, რომელმაც “ბარსელონას” აკადემიაში 7 წელი გაატარა, ამსტერდამულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი 2030 წლის 30 ივნისამდე მოაწერა.
როგორც Mundo Deportivo იუწყება, “ბარსელონასა” და “აიაქსს” შორის შეთანხმება ახალგაზრდა მცველის ტრანსფერსა და კატალონიური კლუბისთვის გამოსყიდვის უფლების დატოვებას ითვალისწინებს. ეს გარიგება “ბარსელონას” დაახლოებით 6 მილიონ ევროს მოუტანს, ამასთანავე კლუბი ფეხბურთელის უფლებების 50%-ს შეინარჩუნებს. ამგვარად, ტორენტსი “ლა მასიაში” გატარებულ 7-წლიან ეტაპს ასრულებს.
შესაძლო იჯარა სელტაში
მიუხედავად იმისა, რომ “აიაქსი” ტორენტსს პერსპექტიულ მცველად განიხილავს, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, სად ითამაშებს ის მიმდინარე სეზონში. “სელტა” დაინტერესებულია მისი იჯარით აყვანით, რათა ფეხბურთელმა სათამაშო წუთები მიიღოს და განვითარება ლა ლიგაში გააგრძელოს.
“აიაქსში” შექმნილი ვითარება ამ შესაძლებლობას ხელს უწყობს. ნიდერლანდურმა კლუბმა კაიო ენრიკე დაიმატა და მარცხენა მცველის პოზიციაზე ოუენ ვეინდალიც ჰყავს. “აიაქსის” სპორტული დირექტორი, ჟორდი კრუიფი ტორენტსში მომავლის ფეხბურთელს ხედავს, მაგრამ იჯარა მას გამოცდილების მიღებისა და წინსვლის საშუალებას მისცემს.
“ჟოფრე დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდა. მოხარულები ვართ, რომ მისი ტრანსფერი “აიაქსში” განვახორციელეთ. მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ მან გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩვენს გეგმებსა და ხედვას შემოერთებოდა. მოუთმენლად ველით მასთან ერთად შემდეგი ნაბიჯის გადადგმას”, – განმარტა ჟორდი კრუიფმა.
გოოოოოოოოოოლ ობამა, დეპორტივოს ვწურავ მეორე გუნდად ლა ლიგაში
კარგია მოიხოდება
თუ გაიხსნა და ათამაშდა, ჩვენ რომ ვიყიდოთ ისევ? 30 თუ ეღირა, 15-ში დავიბრუნებთ