მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ როდრის “მანჩესტერ სიტიდან” “ბარსელონაში” გადმოსვლა გადაწყვეტილია, ფაბრიციო რომანო ტრანსფერის დეტალებზეც ავრცელებს ინფორმაციას.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით “ბარსელონა” ესპანელ ნახევარმცველში ფიქსირებულ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც იოლად მიღწევადი 6 მილიონისა და რთულად მიღწევადი 10 მილიონი ევროს ბონუსები დაემატება.
როდრის “მანჩესტერ სიტისგან” მიღებული აქვს უფლება, ბარსელონაში დღეს გაფრინდეს, რასაც მის მიერ “ბლაუგრანასთან” 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მოჰყვება.
forum კომენტარები (0)