მორიგი წინასასეზონო ამხანაგური მატჩის დროა და “ბარსელონა” ბაზელისკენ მიემგზავრება. “ბლაუგრანა” ისეთ გუნდთან სათამაშოდ მიდის, რომელთანაც ბევრი რამ აკავშირებს – მათ შორის საერთო ფერები და ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” დამაარსებელი ჟოან გამპერი შვეიცარელთა ყოფილი ფეხბურთელია.
ეს მატჩი კარგი შანსია მომზადების პროცესის დასახვეწად შუა კვირაში გასამართი ჟოან გამპერის თასისა და მომდევნო შაბათ-კვირას “ელჩესთან” შიდა ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის წინ.
ფლიკის განაცხადი და დაბრუნებული ფეხბურთელები
ეს იქნება პირველი შესაძლებლობა, მოქმედებაში ვიხილოთ ბევრი ის მოთამაშე, რომელიც ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ვარჯიშს ამ კვირაში დაუბრუნდა. მწვრთნელმა შვეიცარიაში თამაშისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია:
ჟოან გარსია, ბალდე, კორტესი, კუბარსი, აბდელკარიმი, ლამინ იამალი, რაფინია, ჩავი ესპარტი, შჩესნი, ორიან გორენი, კრისტენსენი, ფერმინი, ადეიემი, ჟერარ მარტინი, გორდონი, ოლმო, ფარინიასი, ბერნალი, კუნდე, ერიკი, პესკერი, ბისივუ, ებრიმა ტუნკარა და ედერ ალერი.
forum კომენტარები (0)